WBO ავთანდილ ხურციძისა და ბილი ჯო სონდერსისგან ბრძოლის დაგეგმვას მოითხოვს

AutoSharing Option
პროფესიონალური კრივის საშუალო წონაში WBC Silver-ის ტიტულის ყოფილი მფლობელი ავთანდილ ხურციძე WBO-ს ვერსიით ჩემპიონის, ბრიტანელი ბილი ჯო სონდერსის წინააღმდეგ იჩხუბებს. ამის შესახებ BoxingScene იუწყება.

მსოფლიო კრივის ორგანიზაციამ მხარეებს ათი დღე მისცა შეხვედრასთან დაკავშირებით მოსალაპარაკებლად. თუკი მოკრივეთა გუნდები ვერ შეთანხმდებიან, ასეთ შემთხვევაში პრომოუთერული ვაჭრობა გაიმართება, მინიმალური ფასი კი 200 ათასი აშშ დოლარი იქნება.

ამ დროისთვის ხურციძე WBO-ს რეიტინგში პირველი ნომერია. სხვათა შორის, 37 წლის წარმოშობით ქუთაისელი მოკრივე ცოტა ხნის წინ სონდერსთან დაპირისპირებას ითხოვდა და ორთაბრძოლის ნოკაუტით დასრულებას იმედოვნებდა.

"მას ჩემგან ნოკაუტი
ელის. მომიწევს მისი განაწყენება საკუთარი გულშემატკივრების წინაშე, მისი ოჯახისა და მეგობრების თვალწინ. ახლა უკვე მზად ვარ, დავიკავო ჩემი ადგილი კრივის ელიტაში.

სონდერსი ჯერ არ შეხვედრია ტოპ-10-ის წევრებს, მაგრამ რანაირი ჩემპიონი ხარ, თუ ეს ბრძოლებში არ დაამტკიცე. ის ძალიან სუსტი იყო ბოლო ბრძოლაში და ახლა ან უნდა ჩაიჩოჩოს, ან ჩემისთანა მოკრივესთან დაამტკიცოს, რა შეუძლია", - თქვა მაშინ ხურციძემ, რომელსაც პროფესიულ რინგზე გამართულ 36 ბრძოლაში 32 მოგება და 2-2 ფრე და მარცხი აქვს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული