ავთანდილ ხურციძე: ინგლისელებმა ქართველები შეურაცხყვეს, დროშები წაართვეს...

AutoSharing Option
ქართველმა მოკრივემ, ავთანდილ ხურციძემ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც ის ქართველ გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

ვიდეოში ხურციძე ინციდენტზეც საუბრობს, რომელიც ინგლისის ქალაქ ლესტერში მოხდა. შეგახსენებთ, რომ 22 აპრილს, ლესტერში ქართველმა მოკრივემ ბრიტანელი ტომი ლენგფორდში ნოკაუტში გაგზავნა და საშუალო წონაში WBO-ს დროებითი ჩემპიონის ტიტული დაიცვა.

- ავთანდილ ხურციძემ WBO-ს დროებითი ჩემპიონის ტიტული დაიცვა [VIDEO]

"წერა არ მიყვარს, ამიტომ გადავწყვიტე, ვიდეოთი მოგმართოთ და მადლობა ყველას ერთიანად გადაგიხადოთ. განსაკუთრებული მადლობა მინდა იმ ათ ქართველს გადავუხადო, ვინც დარბაზში მოვიდა. რამოდენიმე ათას ადამიანში მხოლოდ 10
ქართველი იყო. ხომ ბევრია?!

მათ ორი ქართული დროშა ჰქონდათ. როგორც მითხრეს, ინგლისელებმა მათ შეურაცხყოფა მიაყენეს, დროშები წაართვეს, წყლიანი ბოთლები ესროლეს და წყალიც გადაასხეს. ამ ხალხს ასეთი შეურაცხყოფა ჩემს, საქართველოს და ქართველობის გამო მიაყენეს.

როგორც გავიგე, ინგლისში ქართული დიასპორა ყოფილა და გული მწყდება, რომ ასეთი უყურადღებონი ვართ. გვიყვარს გრძელი სიტყვები, ლამაზი სადღეგრძელოები, ვამაყობთ ქართველობით, სინამდვილეში კი საქართველოს სახელისა და ერთმანეთისთვის ნაბიჯების გადადგმა, ერთმანეთის მხარდაჭერა არ გვიყვარს და ეს ცუდია.

იმედია, შემდეგში, თუკი კვლავ მომიწევს ინგლისში ჩამოსვლა, ეს ყველაფერი გამოსწორდება და ყველა ემიგრანტი მოვა, ერთ მუშტად შევიკრებით და პასუხს გავცემთ, ვინც ბოთლებს გვესვრის.

არადა, ინგლისელები თავაზიანი ხალხი მეგონა და ძალიან მწყდება გული, რომ თქვენი, ინგლისში მცხოვრები ქართველების მხარდაჭერა არ მქონდა.

სამომავლოდ გავითვალისწინოთ, რომ, როცა მეტოქეს ქუთაისურად ლამაზ ნოკაუტს დავუბრახუნებ, ყბაში დავკრავ და კუთხეში დავაძინებ, ვეტყვი, არ ადგე, თორემ უარესს გიზამ-მეთქი, გვერდით ათ ქართველზე მეტი უნდა მყავდეს", - თქვა ხურციძემ.
მკითხველის კომენტარები / 46 /
გილოცავთ და მთელ საქართველოს ვულოცავ თქვენს გამარჯვებას...
თამარი
28 აპრილი 2017 18:22
0
გენაცვალე მარჯვენაში.ღმერთი იყოს შენი მფარველი. გაიხარე ჩვენი გახარებისათვის და აძლიერდი.
მერი ტაბატაძე
28 აპრილი 2017 10:33
0
გილოცავთ ქართველებო!!
მაგრამ რარაც ვერ ვიხსენებ რაგბში მსგავსი აგრესიული ყოფილიყვნენ ინგლისელები და თვით გადარეული ირლანდიელები>
ალბათ გააჩნია რა ფენაზე საუბარი
ნახევარი საქართველო საკუთარ დედას შესცემს და მასეთებს სამწუხაროდ ყველგან მომრავლდა(
ულოცავ ქართველებს
27 აპრილი 2017 18:12
0
Jigarixar brat carmatebebi miaceqi bevrs kide doubraxune qutaisurad da motexe kba
Anzori
27 აპრილი 2017 16:45
0
ბატონებო, ცოტა უხერხული ხომ არ არის, მსოფლიო ენის და პოლიტიკის განმსაზღვრელ, უდიდესი კულტურის და ცივილიზაციის, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი იმპერიის შემქმნელ ერს ამბიციებს რომ უპროტესტებთ(ვინ ვის:)) და მათსავე ქვეყანაში ჭკუას ასწავლით. ხანდახან რეალობას აცდენის ნიშნებს ვამჩნევ-რინგზე დაპირისპირებულთა გულშემატკივრებისგან რატომ ითხოვთ ხელოვნების მუზეუმში მიწვეული სტუმრების საქციელს?
ავთანდილ ხურციძეს ვუსურვებ წარმატებას სპორტულ ასპარეზზე, საქართველოს სახელის პოპულარიზებას. ასევე, ვურჩევ დამარცხებულსაც პატივი სცეს და რაც მთავარია, პოლიტიკურთან მიახლოებულ განცხადებებს თავი ანებოს.
ლაშა
27 აპრილი 2017 16:22
0
girseuli metoqe iyo da unda daapaso zmao.ise naklebi imariaje ufro did sikvaruls daimsaxureb. iyavi is rac xar.ar ginda es xtunva da tamashi.kacurad moiqeci.da ase dagapaseben shenc.
aleqsa
27 აპრილი 2017 15:42
0
გენაცვალე ქართულ გულში და სულში...კიდევ უამრავ წარმატებებს გისურვებ ქართველების გასახარებლად
m.k.
27 აპრილი 2017 15:11
0
მაგარი კაცი ხარ და ნაღდი ქუთაისელი!უფალი გფარავდეს!
სოსო
27 აპრილი 2017 14:27
0
გილოცავ ავთო !!! ნეტა მე მქონდეს საშუალება დავესწრო ხოლმე შენს შეხვედრებს . მარტო 10 ქარტველი არაა პრობლემა, მე არც ვიცოდი რომ ჩაქუჩა შეხვედრას მართავდა, როდესაც 1 კარგი მოკრივე გვყავს, უნდა გავიგო, და ლაივშიც ვუყურო და ვუგულშემატკივრო, ამაზე მემგონი მასმედია უნდა ზრუნავდეს.
lasha19
27 აპრილი 2017 14:08
0
ინგლისელი ფანები ყველაზე აგრესიულები არიან- ფეხბურთშიცთითქმის ოფიციალურ დონემდეა აყვანილი ,ღირსების საქმედ თვლიან .
ia
27 აპრილი 2017 13:34
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული