16:36 16-05-2017
ჯო სონდერსი: ჩემი შვიდი წლის შვილი უკეთესი მოკრივეა, ვიდრე ხურციძე [VIDEO]
AutoSharing Option
ავთანდილ ხურციძე: სონდერსს ქამარი უნდა წავართვა, ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებ [VIDEO]
აი, რა თქვა პრესკონფერენციაზე მსოფლიოს ჩემპიონმა სონდერსმა: "კუნთები რომ მოვაცილოთ, ხურციძე ნახევრად მსუბუქი წონის გამოვა. ყველა კარგად ვიცნობთ ამ ამერიკელ მწვრთნელებს, კუნთებით "გამოტენეს".
ვფიქრობ, საკუთარ ჩრდილთან ერთად სირბილი მოუწევს და ჩემს ჯებთან ხშირი "გასაუბრება". მერე კი იმას გავაკეთებ, რაც საჭიროა.
37 წლისაა, ხურციძეს თუ ვერ მოვუგე, გოლოვკინთან და "კანელოსთან" რაღა მესაქმები. მალე 40-ის ხდება და არც საუკეთესო მოკრივეა. ჩემი 7 წლის ბიჭი უკეთესი მოკრივია. ამას სერიოზულად ვამბობ", - განაცხადა ბრიტანელმა.
სულ სხვა აზრისაა სონდერსის პრომოუთერი ფრენკ უორენი: "ხურციძემ ლენგფორდთან დაგვანახვა, რომ მას ამ წონაში ყველასთან შეუძლია ბრძოლა. ის წინ ხარივით მიდის და სასიკვდილო ძალა აქვს ორივე ხელში.
მაგრამ მჯერა, რომ ისეთი ჭკვიანი მოკრივე, როგორიც ბილია, კუთხეში არ მოაქცევინებს თავს ხურციძეს და გვაჩვენებს რაღაც განსაკუთრებულს, რომ დაამარცხოს მეტოქე. დაინტრიგებული ვარ ამ ბრძოლით".
შეგახსენებთ, რომ ბილი ჯო სონდერსი 24 ბრძოლიდან 24 გამარჯვებით იწონებს თავს. აქედან მან 12 ნოკაუტით მოიგო. ხურციძემ 33 ორთაბრძოლა მოიგო (22 ნოკაუტით), 2 ფრედ დაასრულა და 2 წააგო.
მკითხველის კომენტარები / 5 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
chakuch midi unda daangrio eg tavkombala)))
0
0
მიდი ავთო, ისე დააჩაქუჩე, რომ თავისმა 7 წლის ბავშვმა კარგა ხანი ვერ იცნოს ეს პიჟონი
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული