"დიახ, ხურციძე და მაყაშვილი დაკავებულები არიან, ადგილი აქვს გაუგებრობას"

AutoSharing Option
როგორც Sportall.ge-მ სანდო წყაროსგან შეიტყო, აშშ-ში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს შორის ნამდვილად არიან ცნობილი სპორტსმენები ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი. როგორც ამ სპორტსმენებთან დაახლოებულმა პირმა გვითხრა, ადგილი აქვს გაუგებრობას და ხურციძე და მაყაშვილი დანაშაულთან კავშირში არ არიან.

არსებული ინფორმაციით, ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ.

- ავთანდილ ხურციძის დედა: ავთო საქართველოდან ამერიკაში გუშინ გაემგზავრა...
- იოსებ კობერიძე: რად უნდოდა ხურციძეს "ბანდიტობა"? ფულიც აქვს და ყველაფერი...

ავთანდილ ხურციძე WBO-ს ვერსიით დროებითი მსოფლიოს ჩემპიონია, ლევან მაყაშვილი კი -
შერეული ორთაბრძოლების UFC-ს მებრძოლი.

აღსანიშნავია, რომ ავთანდილ ხურციძეს 8 ივლისს მნიშვნელოვანი ბრძოლა ელის - ბრიტანელ ბილი ჯო სონდერსს WBO-ს ვერსიით საშუალო წონაში მსოფლიოს ჩემპიონის ქამრისთვის უნდა დაუპირისპირდეს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
Дим без огня не бывает....... კი ასეა, კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება. ცუდია, რა თქმა უნდა! მაგრამ თუ უდანაშაულოები არიან, გაირკვევა ყველაფერი და გამოუშვებენ. ამერიკა საქართველო არაა, რომ ტყუილუბრალოდ.... ეტყობა, რაღაც.....
სანდრო
08 ივნისი 2017 16:58
0
მერე რა კავშირი რო აქვს,ადამიანის ცნობის გულისთვის რა უფლება აქვთ რო დაიჭირონ,ავთო შეიძლება მეგობრობს ქურდებთან მაგრამ იმას არ ნიშნავს რომ კრიმინალია
Zaza
08 ივნისი 2017 15:40
0
და კავშირი და უტყუარი მტკიცებულებები რო ქონოდათ აქამდე დაიჭერდენ. აგერ ვნახოთ თუარ გამოუშვებენ ორივეს.
quTaiseli
08 ივნისი 2017 15:24
0
დარწმუნებული ვარ რომ კავშირიც აქვთ :(
გიორგი
08 ივნისი 2017 14:59
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული