ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

AutoSharing Option
ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებულ პროფესიონალ მოკრივეს ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული ინფორმაცია "ფეისბუქში" მის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.

"დღეს ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა (რამდენიმე კვირაში გადაიხედება). უახლოეს ინფორმაციას მოგაწვდით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს, რომელსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედება. მათ შორისაა ორი ქართველი სპორტსმენი - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული ქართველების სია ასე გამოიყურება: რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, აკაკი უბილავა, ჰამლეტ უგლავა, მამუკა ჩაგანავა, მიხეილ თორაძე, ავთანდილ
კანადაშვილი, ნაზო გაფრინდაშვილი, ზურაბ ბუზიაშვილი, გიორგი ლომიშვილი, დიეგო გაბისონია, ლევან მაყაშვილი, ავთანდილ ხურციძე, ერეკლე კერესელიძე, ნიკოლოზ ჯიქია.

ავთანდილ ხურციძე WBO-ს ვერსიით დროებითი მსოფლიოს ჩემპიონია, ლევან მაყაშვილი შერეული ორთაბრძოლების UFC-ს მებრძოლი.
მკითხველის კომენტარები / 9 /
მთავრობაო? ტიპი რომ რაღაცას აშავებს და კრიმინალია მუშტების ქნევასათან რა კავშირშია, ისე რა ხიხოც იყო ეტყობოდა გინდა ქცევაზე გინდა საუბარზე
კოსტა
10 ივნისი 2017 17:35
0
მთავრობა რა შუაშია??? კაცს ამერიკის სასამართლომ მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და მთავრობამ რა უნდა ქნას?? დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტოს აშშ-სთან?
გიორგიპირველი
10 ივნისი 2017 16:22
0
თუა მტკიცებულება მთავრობა ვერაფერს იზამს ანრა უნდა ქნას როცა ამერიკელების .. არიან რაო რას ეტყვიან აპა ერთი ეგ ხურციძე ამერიკის მოქალაქე ყოფილიყო და კრიმინალი თუარ დაიცავდენ ამერიკელები ყველაფრის მიუხედავათ.და არამარტო ამერიკელები არ გვაგდენენ არაფლად უამრავი ფაქტი იყო როცა აქ ადამიანმა ჩამოსულმა სისხლისამართლის დანაშაული ჩაიდინა მერედა რა აიღეს და გაუშვეს მის ქვეყანაში და ესეთი უამრავი ფაქტი იყო.
quTaiseli
10 ივნისი 2017 16:14
0
არც მიკვირს. რა ....ყო ეტყობოდა ქცევაზწ და საუბარზე
პაპაი
10 ივნისი 2017 15:57
0
რა მთავრობა გინდათ? ეს ადამიანი ქურდ რაჟდენ შულაიას მარჯვენა ხელი იყო და ვიშიბალა. ფბრ-ი ტყუილად დროს არ ხარჯავს და ფულს ვიდეობის გადასაღებად. პოლიციის იურისდიქციას გადასცდა.
niko
10 ივნისი 2017 13:46
0
Hakerobas ar tenian. Avto khirtsidzes brali edeba kriminaluri bandis tsevrobashi, sasamartlo mosmenis dros mosamartles achvenes video sadats Avto Khurtsidze urtyams adamains kriminaluri garhevis dros, ris shedegadats mosamartlem daaskvna rom igi tsarmoadgens sashishroebas sazogadoebistsvis da uari tqva Avtos giraoti gamoshvenaze.
Jimi
10 ივნისი 2017 13:12
0
და სადაა ამ დროს მთავრობა...
giorgi
10 ივნისი 2017 13:04
0
აუ რაა მაგრად გამიტყდა, თავდებებს ეძებდა და ვერ ნახა ალბათ, კაცმა კომპიუტერით ბეჭდვა მეზარებაო აქვს ნათქვამი და რა ჰაკერობას ტენიან, ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტროს და საელჩოს კი სულ კიდია როგორც ჩანს, ასეთი დონის მოკრივე საქართველოს არ ყავს და მგონი არც ყოლია საქართველოს და რა სამწუხაროა რომ ერთი კაცი არ გამოჩნდა მთავრობიდან რომ გვერდში დადგომოდა, ისე მაინც გააკეთონ ზრდილობის გულისთვის განცხადება
დათო
10 ივნისი 2017 12:13
0
რა იქნებოდა, ერთი ვინმე აჭარიდანაც რომ დაეჭირათ, ვიამაყებდით!
zurab
10 ივნისი 2017 09:25
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული