უკრაინელი ვლადიმირ კლიჩკოსა და ბრიტანელი ენტონი ჯოშუას განმეორებითი ბრძოლის სავარაუდო თარიღია - 2017 წლის 2 დეკემბერი. დიდი ალბათობით, ამ მძიმეწონოსანთა მატჩ-რევანში ნიგერიაში გაიმართება. ამის შესახებ განაცხადა ბრიტანელი მოკრივის პრომოუტერმა ედი ჰირნმა.
"ვფიქრობ, ნიგერია ერთ-ერთი ყველაზე რეალური პრეტენდენტია ბრძოლის ორგანიზებაზე. ბევრს მიაჩნია, რომ ნიგერიაში ცეცხლს ჯოხების მეშვეობით მოიპოვებენ, სინამდვილეში კი ყველაფერი სხვანაირად არის. ნიგერია - მძლავრი ეკონომიკისა და ძლიერი საშუალო ფენის მქონე ქვეყანაა", - განაცხადა ჰირნმა.
შეგახსენებთ, აპრილის ბოლოს, ჯოშუამ მე-11
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"