ავთანდილ ხურციძის დედა: არ ვიცი, ვის მივაკითხო, რომ გავიგო ჩემი შვილის ამბავი

AutoSharing Option
ამერიკაში დაკავებული ქართველი სპორტსმენის, ავთანდილ ხურციძის დედა ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მაყვალა ხურციძემ განუცხადა, მან არაერთხელ მიმართა როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ ხელისუფლებას, თუმცა ამ დრომდე არავინ შეხმიანებია.

მისი თქმით, დაკავებული შვილის საკითხით მხოლოდ ჟურნალისტები ინტერესდებიან.

"ამ დრომდე არც ადვოკატი შემხმიანებია. შესაბამისად, არ ვიცი, რა ბედი ელის ჩემს შვილს. 75 წლის ქალი ვარ და არ ვიცი, სად უნდა მივიდე, ვის მივაკითხო, რომ გავიგო ჩემი შვილის ამბავი", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" სპორტსმენის დედა მაყვალა ხურციძემ.

ნიუ-იორკში 15 ქართველი გასულ კვირას დააკავეს. მათ
ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. დაკავებულებს შორის იყო ორი ქართველი სპორტსმენი - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი. ხურციძეს 4 დღის წინ წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, მაყაშვილი კი გუშინ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.

ავთანდილ ხურციძე WBO-ს ვერსიით დროებითი მსოფლიოს ჩემპიონია, ლევან მაყაშვილი - შერეული ორთაბრძოლების UFC-ს მებრძოლი.

მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
შეუძლებელია ამ სპორცმენს არ უგულშემატკივრო, მთელი ცხოვრება თვისით მიაღწია ყველაფერს, არავითარი დახმარება არ ჰქონია, საზღვარგარეთ გაატარა თავისი კარიერის დიდი ნაწილი და სულ საქართველოს სახელით გამოდიოდა, მიუხედავათ იმისა, ალბათ რამდენი შეთავაზება ექნებოდა გამოსულიყო სხვა ქვეყნის სახელით და მაინც თვის სამშობლო არ გაყიდა, განსხვავებით უამრავი სხვა სპორცმენისაგან რომელთც საქართველოშიც არ აკლდათ დაფასება თუმცა დღეს უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ გამოდიოდნენ და გამოდიან, ავთო კი არასდროს არავის ახსოვდა, კაცი მსოფლიო ჩემპიონი გახდა და კრივის ფედერაციამ ორი კვირის შემდეგ მომილოცა ფეისბუქზეო თქვა ერთ გადაცაში, ავთოს კი ყველაფრის მიუხედავად ჰქონდა ის "ჯიგარი" და არაფერში არ ცვლიდა თავისი ქვეყნის სახელს და ყოველთვის ამაყად წარადგენდა სამშობლოს, არ ვიცი შეიძლება ვიღაც მსუბუქადმოაზროვნე კაცმა რაღაც დაწეროს ან თქვას დაუფიქრებლად ცუდი მაგრამ ეს ავთოს სახელს ვერაფერს დააკლებს, უბრალოდ ცოტა საწყენია როცა ამ ყველაფერს ადამიანი ვერ ხედავს, განსაკუთრებით კი ხელისუფლებაში. რათქმაუნდა ნაკლი ყველას აქვს და ავთოც არ შეიძლება იყოს გამონაკლისი მაგრამ მას მთავარი აქვს იგი ნამდვილი ქართველი მებრძოლი ვაჟკაცია, უბრალოა და ამიტომაც უყვარს იგი ქართველ ხალხს დარწმუნებული ვარ იგი ყველაფერს გაუძლებს და უფრო ძლიერი დაბრუნდება საქართველოსთვის.
dato
17:36 14-06-2017
0
ლევან მაყაშვილმა თავის გაინაგდა,ერთი დაერეკა ავტანდილის დედისთვის ეთქვა სადარის? ცოცხალია? იქნებ ენუგეშებინა მაინც....
qutaisi
14:51 14-06-2017
0

სიახლეები პოპულარული