საქართველოს მოკრივეთა ნაკრები უკრაინაში ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრა

AutoSharing Option
დღეს, 14 ივნისს, საქართველოს მოკრივეთა ეროვნული ნაკრები უკრაინაში ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრა, რომელიც ქალაქ ხარკოვში 16-24 ივნისს ჩატარდება.

საქართველოს 8 მოკრივისგან შემდგარ გუნდს ნაკრების უფროსი მწვრთნელი ლაშა დუნდუა, ნაკრების მწვრთნელები: თემურ ოჩიგავა და ბონდო მამულაშვილი გაჰყვნენ.

ჩემპიონატი 16 ივნისს დაიწყება, ფინალური ორთაბრძოლები კი 24 ივნისს გაიმართება.

საქართველოს ნაკრები
49 კგ. ნოდარ დარბაიძე
56 კგ. სევერიან ჭილაძე
60 კგ. ოთარ ერანოსიანი
64 კგ. ლაშა გურული
69 კგ. ზაალ კვაჭატაძე
81 კგ. იაგო კიზირია
91 კგ. ნიკოლოზ ბეგაძე
91+კგ. მიხეილ ბახტიძე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული