თითო ოქრო და ვერცხლი - ასეთი შედეგით დაასრულეს ასპარეზობა ქართველმა სპორტსმენებმა (მთავარი მწვრთნელი ლაშა დუნდუა) რუმინულ ბრაილაში 22-წლამდელ მოკრივეთა ევროპის პირველ ჩემპიონატში. მედლები ლაშა გურულმა (64 კგ) და 20-წლამდელებში ევროპის შარშანდელმა ჩემპიონმა ესკერხან მადიევმა (69) მოიპოვეს.
თბილისელმა მადიევმა ზედიზედ ხუთი შეხვედრა მოიგო: სტარტზე ბულგარეთის სახელით მოასპარეზე რობერტ ჩამასანიანი ჩამოიშორა გზიდან, მერე მასპინძელი მარიან პიტა და ინგლისელი კარლ ფაილი დაამარცხა, ნახევარფინალში ოქროსკენ მიმავალი გზა გერმანელ პაულ ველის გადაუღობა, გუშინ გადამწყვეტ შეხვედრაში რუს ვლადისლავ
საქართველოს სპორტულ დელეგაციას ვერცხლის მედალი გურულმა მოუტანა: სტარტზე მან რუს ანდრეი კირიჩენკოს მოუგო, შემდეგ ჰადი სრური (ნორვეგია) და მასპინძელი დანიელ კრისტოფერ კოსტია გაისტუმრა მაყურებლებში, ნახევარფინალში იტალიელი პაოლო დი ლემია დაჯაბნა, ფინალში კი ინგლისელ ლიუკ მაკკორმაკთან ვერაფერს გახდა და მეორე ადგილს დასჯერდა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"