სანია რიჩარდსის აბორტი ოლიმპიადის წინ

AutoSharing Option
თამამი აღიარება გააკეთა თავის ავტობიოგრაფიაში ცნობილმა ამერიკელმა მძლეოსანმა, ოთხგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა სანია რიჩარდსმა. მან პეკინის 2008 წლის ოლიმპიადის დაწყებიდან ორი კვირით ადრე, აბორტი გაიკეთა.

"წინ იყო გრძელი და დამღლელი სამუშაოს კულმინაცია. იმ მომენტში ისე ჩანდა, რომ სხვა არჩევანი არ იყო.

კამათი იმის შესახებ - როდის იწყება ცხოვრება, თავში მიტრიალებდა და კარიერის პიკზე უკანონო ბავშვზე ფიქრები აუტანელი იყო. ვფიქრობდი იმაზე, რას იტყოდნენ ჩემი სპონსორები, ოჯახი, ეკლესია და თაყვანისმცემლები", - ამბობს რიჩარდსი The Mirror-თან კომენტარში.

გარდა ამისა, რიჩარდსმა აღიარა, რომ აბორტები მძლეოსნობაში
- ჩვეულებრივი ამბავია: "არ ვიცი არც ერთი სპორტსმენი ჩვენს სახეობაში, რომელსაც აბორტი არ ჰქონეს გაკეთებული. და ეს სამწუხაროა. იმედი მაქვს, რომ ჩემი სიტყვების შემდეგ, დაიწყება განხილვები და დავეხმარები ახალგაზრდა ქალებს არ იწვნიონ საკუთარ თავზე ის, რაც მე იმ მომენტში გამოვცადე".

პეკინის ოლიმპიადაზე რიჩარდსმა მოიგო 4x400 მეტრზე ესტაფეტა და ბრინჯაო მოიპოვა 400 მეტრზე რბენაში. სანიამ კარიერა 2016 წელს, 31 წლის ასაკში დაასრულა.

რიჩარდსის ქმარი - აარონ როსი ამერიკული ფეხბურთის ყოფილი მოთამაშეა. 2017 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ ისინი პირველი შვილის დაბადებას ელიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული