ევროპის ჩემპიონატი. 1/8-ფინალი: ოთარ ერანოსიანის და იაგო კიზირიას წარმატება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
20 ივნისს, ხარკოვში მიმდინარე მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატზე მორიგი შეხვედრები გაიმართა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ორმა წევრმა: ოთარ ერანოსიანმა (60კგ) და იაგო კიზირიამ (81კგ) 1/8-ფინალურ შეხვედრებში გაიმარჯვეს და მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატის ლიცენზიები მოიპოვეს, რომელიც გერმანიის ქალაქ ჰამბურგში ჩატარდება.

ახალქალაქელმა ერანოსიანმა მიხალ ტაკაში (სლოვაკეთი) დაამარცხა და დღეს მეოთხედფინალში იგი პავლო იშჩენკოს (ისრაელი) დაუპირისპირდება.

კიზირიამ კი უკრაინელ ვოლოდიმირ სკრიპკას აჯობა. მეორე რაუნდის მიწურულს ტექნიკური ნოკაუტის გამო სლავმა მოკრივემ ორთაბრძოლა შეწყვიტა. ქართველი მოკრივე დღეს ვალენტინო მანფრედინიას (იტალია) შეხვდება.

91 კგ-ში ცდიდა ძალებს ნიკოლოზ ბეგაძე,
მაგრამ როი კორვინგთან (ჰოლანდია) დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ნაღდი ,,ქართველები"
nini
11:28 21-06-2017
0
ვენასვალე კიზირიას
nygzari
23:43 09-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული