ევროპის ჩემპიონატი. 1/4-ფინალი: უმედლოდ, მაგრამ ორი ლიცენზიით

AutoSharing Option
ხარკოვში გრძელდება მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატი, მაგრამ ჩვენებისთვის ეს შეჯიბრება გუშინ, 21 ივნისს დასრულდა. რვა სპორტსმენიდან მხოლოდ ორმა მოიპოვა მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება, საიდანაც მედლამდე ხელის გაწვდენაღა იყო დარჩენილი, მაგრამ მათ მიზანს ვერ მიაღწიეს.

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ახალქალაქელი ოთარ ერანოსიანი გუშინ პავლო იშჩენკოსთან (ისრაელი) დამარცხდა, ხოლო 81 კილოში იაგო კიზირიამ იტალიელ ვალენტინო მანფრედინიასთან წააგო.

მიუხედავად ამისა, ორივე მოკრივემ მეოთხედფინალში გასვლით 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონატში საასპარეზოდ ლიცენზია მოიპოვა. ამ შეჯიბრებას კი 25 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე გერმანიის ქალაქი ჰამბურგი უმასპინძლებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 9 /
ჩვენი ბიჭების გამოსვლა ვნახე და თამამათ შემიძლია ვთქვა რომ დიდი უპირატესობით მოუგეს თავიანთ მოწინააღმდეგეებს!!!!!!! მაგრამ მსაჯებმ სხვა გადაწყვეტილება მიიღეს!!!!! ამით ერთ რამეს მივხვდი ჩვენი ქვეყანა ყველას ცალ ფეხზე კიდია!!! რაღაცა უნდა მოიმოქმედოს სპორტის სამინისტრომ ან ოლიმპიურმა კომიტეტმა რო მეორეთ ეგეთი რამე აღარ გამეორდეს!!!ვიმეორებ ბიჭებმა დიდი უპირატესობით მოიგეს!!!
გურამი
12:16 22-06-2017
0
მეც ვუყურებდი ვეთანხმები გურამის ზოგიერთები მსაჯებმა აშკარად დაჯაბნეს.
temo
13:01 22-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული