"ამდენ მკვლელებსა და ნარკომანებში ერთი უმწიკვლო ბიჭიც ხომ უნდათ"

AutoSharing Option
ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებული ქართველი სპორტსმენი ავთანდილ ხურციძე საპატიმროდან წერილს ავრცელებს. მისი მიმართვა "ფეისბუქზე" სპორტსმენის მეგობარმა, შერეული ორთაბრძოლების მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა გამოაქვეყნა.

"მადლობა ყველა ჩემს გულშემატკივარს, თურქეთში მყოფ გულშემატკივრებს, უკრაინაში, ამერიკაში. ბედნიერი ვარ, ამხელა სიყვარულს და ძალას რომ გამოხატავთ ჩემ მიმართ.

არასდროს ვუსურვებდი არავის აქ ჩაჯდომას და არც საკუთარ თავს, მაგრამ მგონი, ღირდა იმის ფასად, რომ გამეგო ამხელა სიყვარული და სითბო. ალბათ, აქ ყველაზე ბედნიერი პატიმარი ვარ. ქუთაისი - ჩემი გული და სული თქვენ გეკუთვნით.

100 პატიმარი ვარჯიშობს ჩემი შემყურე უკვე
კრივზე. ძალიან ბედნიერი ვარ აქ, ამდენ მკვლელებში და ნარკომანებში ერთი უმწიკვლო ბიჭიც ხომ უნდათ. კი გამოვეცხადე ანჩისხატივით. აბა, მშვიდობით", - ნათქვამია ავთანდილ ხურციძის მიმართვაში.

ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. მათ შორისაა ორი ქართველი სპორტსმენი - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი. მაყაშვილი მალევე გაათავისუფლეს.
მკითხველის კომენტარები / 20 /
წაქცეულს ფეხს არ ადგავს არავინ. დააშავე, მოინანიე მაინც და ბოდიში მოუხადე იმ ხალხს ვისაც უყვარდი და ეიმედებოდი. უმწიკვლოები დიდი ხანია სამოთხეში არიან.
Irakli–ს
07 ივლისი 2017 13:10
0
ა ბიჭო, უპოვია შესაფერისი ადგილი. ავარჯიშე მად პატიმრები და აიღე შესაბამისი ანაზრაურებაც.
ako
07 ივლისი 2017 13:08
0
თუ სპორტსმენი ხარ იყავი,თუ არადა იბანდიტე და იქურდე.ეს რა სენი აქვთ ქართველ სპორტსმენებს-ძველბიჭობაც უნდათ და მაღალი შედეგებიც.ხოდა ამერიკა საქართველო არ არის ,რომ კრიმინალისთვის ლამის წმინდანათ შეგრაცხონ...
MARADONA
07 ივლისი 2017 13:01
0
ციხეში ვინცა ზის რომ შეეკითხო ყველა ანგელოზია და ტყუილად არიან დაჭერილები.
pingvina
07 ივლისი 2017 12:56
0
Cakceulze fexis dabijeba ras gavs ar icit? Moketet mainc...
Irakli
07 ივლისი 2017 11:43
0
კრიმინალურ სამყაროს ყავდა "ურჩების" ჭკუის მასწავლებლად. და, როგორც ცნობილია, ეგ კრიმინალური სამყარო ძირითადად სწორედ ალალად მომუშავე ქართველების რეკეტით არის დაკავებული თორემ ნავთობის მაგნატებსა და ბანკირებს კი არ სძალავენ ფულს. ამდენად, ამ კაცში საპატივცემო არაფერია და არც "დათბილული" სტატიები უნდა იწერებოდეს მასზე.
კახა
07 ივლისი 2017 11:09
0
და ეს წერდა საქართველოს ელჩი ვარო...
ქუთეისურად იშუტავა უმწიკვლომ - ანჩისხატი რითმში კარგად ჯდებაო და...
giorgi
07 ივლისი 2017 10:39
0
ფრთები გაკლია თორე ანგელოზი ხარ.
ტყვილა არავის დაუჭერი ხარ.
Shio
07 ივლისი 2017 10:14
0
ბედნიერი ყოფილა ციხეში და თქვენ რაღას ნერვიულობთ ხალხო
papai
07 ივლისი 2017 10:03
0
მაგარი კაცი არსად არ დაიკარგება
თამაზი
07 ივლისი 2017 10:00
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული