მეივეზერი-მაკგრეგორის შეხვედრის ტელეტრანსლაცია 100 დოლარი ღირს

AutoSharing Option
ტელეკომპანია Showtime-მა დააწესა მოკრივე ფლოიდ მეივეზერისა და შერეული ორთაბრძოლების მებრძოლის კონორ მაკგრეგორის ბრძოლის პირდაპირ ეთერში ხილვის ღირებულება.

შეხვედრა 26 აგვისტოს ლას ვეგასში გაიმართება.

გაზეთ "ლოს ანჯელეს თაიმსის" ინფორმაციით, ტელემაყურებელს მოუწევს 89.95 დოლარის გადახდა ჩვეულებრივ ხარისხში ყურების სანაცვლოდ და 99.95 დოლარის - HD ხარისხისთვის.

ასეთივე ღირებულება იყო დაწესებული ფლოიდ მეივეზერისა და მენი პაკიაოს ფასიანი ტრანსლიაციის შესაძენად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული