თორნიკე პურიჭამიაშვილმა უძლეველი რუსი მეტოქე პირველსავე რაუნდში დააგდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველმა მოკრივემ, თორნიკე პურიჭამიაშვილმა დაუმარცხებელი რუსი მოკრივე ანტონ დრუჩინი პირველივე რაუნდში დაამარცხა.

თორნიკემ გამარჯვება ტექნიკური ნოკაუტით მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ დრუჩინს აქამდე 7 ბრძოლა ჰქონდა გამართული და შვიდივე ნოკაუტით მოგებული, მაგრამ ქართველმა მოკრივემ მეტოქე ჯერ ნოკდაუნში ჩააგდო, შემდეგ კი მსაჯმა შეხვედრა შეაჩერა, რადგან რუს მოკრივეს ბრძოლის გაგრძელება აღარ შეეძლო.

რაც შეეხება თორნიკეს, მას კარიერაში სულ 15 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 10 მოიგო, ხოლო 5 წააგო. 10 გამარჯვებიდან პურიჭამიაშვილმა 6 ნოკაუტით მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში ქართველი მოკრივე აუტსაიდერად იყო მოხსენიებული, თუმცა
მან რინგზე საპირისპირო დაამტკიცა.
მკითხველის კომენტარები / 38 /
პურიჭამიაშვილი კი მარა ჩვენს ლეგენდას ჩაქუჩას ადვოკატი არ ყავს უფულობის გამო და ფდაეხმარეთ ეხლა მუჟიკებო ქართველო პატრიოტებო.
rati
14 ივლისი 2017 09:27
0
გილოცავ თორნიკე გამარჯვებას და მომავალშიც სულ გამარჯვებებს გისურვებ.კომენტატორების საუბრიდან აშკარაა,რომ კარგი დასაწყისის შემდეგ,რაღაც პრობლემები გქონდა,იმედია ყველაფერი უკან დარჩა.ალბათ ზედმეტ წონასაც დაიგდებ და ამით სისწრაფეც მოგემატება,თორემ ერთი რაუნდისათვის შენც ძალიან ბევრი დარტყმა გაუშვი და ყოველთვის არ გაგიმართლებს.ისე კარგად კი მომფხანე გული.ღმერთმა სულ გაგიმარჯვოს.
სოსო
14 ივლისი 2017 08:50
0
რა გჭირთ ხალხო.! რამე არის აქ საკამათო? არ გაგიხარდათ ზოგიერთებს?
დავით 67
14 ივლისი 2017 06:44
0
თორნიკეს ვულოცავ გამარჯვებას და ვუსურვებ წარმატებებს.
თემრაზ
13 ივლისი 2017 23:16
0
ყველას გაუმარჯოს საქართველოდან ვინც წარმატებას მიაღწევს ! ბოროტებმა ენა ჩაიგდეთ !
დავითპაპა
13 ივლისი 2017 23:11
0
კარგი მოშნი ბიჭია კარგი დარტყმებით, ძაან გტხოვთ დილეტანტები ნუშეაფასებთ, ვისაც შეხებააქ ბოქსთან ან კიდბოქსთან ის მიხვდება რამხელა შრომააქ ჩადებული თუნდაც იმაში როგორაც წარმოაჩინა თავი
malxazi
13 ივლისი 2017 22:23
0
ბოქსიორს რომ ამხელა ღიპი ექნება..(((
ბადრი
13 ივლისი 2017 18:33
0
ისე კაი ტლანქები კი არიან იმას უკრაინული გვარი უფრო აქ ამას კიდე ოსური >დდდ
dau
13 ივლისი 2017 18:25
0
უცებ გააჩინა აქ თავისივე გამოგონილი მხარდამჭერი T-როლები!!!
დაგიძველდა ხერხი კოსტავ. ))))))))))))))
მსქროლავი T-როლი შესვეს უკუღმა ვირზე და.....
13 ივლისი 2017 18:25
0
შიზოფრენიაა გაქანებული ქვეყანაში. კომენტატორები სრულიად პატივისცემით მოიხსენიებდნენ ქართველ მოკრივეს. ეგ კი არა რომელი სპორტიც არ უნდა იყოს, ყოველთვის არა მარტო პატივისცემით, არამედ თბილადაც კი მოიხსენიებენ ხოლმე ჩვენებს და ამ ვითომ პატრიოტებს ეჩვენებათ პირიქით. დიდი შანსია 2 სიტყვა რუსულიც არ იცოდნენ.
odala
13 ივლისი 2017 18:14
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული