13:47 13-07-2017
თორნიკე პურიჭამიაშვილმა უძლეველი რუსი მეტოქე პირველსავე რაუნდში დააგდო [VIDEO]
AutoSharing Option
თორნიკემ გამარჯვება ტექნიკური ნოკაუტით მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ დრუჩინს აქამდე 7 ბრძოლა ჰქონდა გამართული და შვიდივე ნოკაუტით მოგებული, მაგრამ ქართველმა მოკრივემ მეტოქე ჯერ ნოკდაუნში ჩააგდო, შემდეგ კი მსაჯმა შეხვედრა შეაჩერა, რადგან რუს მოკრივეს ბრძოლის გაგრძელება აღარ შეეძლო.
რაც შეეხება თორნიკეს, მას კარიერაში სულ 15 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 10 მოიგო, ხოლო 5 წააგო. 10 გამარჯვებიდან პურიჭამიაშვილმა 6 ნოკაუტით მოიგო.
აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში ქართველი მოკრივე აუტსაიდერად იყო მოხსენიებული, თუმცა მან რინგზე საპირისპირო დაამტკიცა.
მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
შეაქე მაინც ქართველია, აბდა უბდას რომ წერ რუსების ზალუპიავ.
0
0
დედა რა იყო ეს ა? სადმე ორღობის ჩხუბი იყო თუ მაზიანი?
0
0
მაგარია! თან კომენტატორები მხოლოდ იმაზე საუბრობდნენ რუსი სწრაფად მოიდებდა თუ არა, წაგებას არც განიხილავდნენ ))) არა და ყველაფერი სულ სხვანაირად მოხდა ))) მალადეც თორნიკე!
0
0
გვასახელა!
0
0
ნეტავისად იმართება ასეთი ბოქსაობა? ცოტა მეტი დაწერეთ და ტელევიზიითაც გვასიამოვნეთ.მართლადამართლა ხუმრობა ხომ არაა დრუნჩინის დამარცხება,კაცს 7 ბრძოლა მოუგია.
0
0
გაიხარე თორნიკე, კიდევ ბევრ და დიდ წარმატებებს გისურვებ. ავტორმა, რახან არჩათვალა საჭიროდ იქნებ ვინც იცის დაწეროს რა ეგიდით იყო ეს ბრძოლა, რა წონითი კატეგორიაში და ასე შემდეგ, რომ ვიცოდეთ სად გამოდის უკვე სახელოვანი ქართველი მოკრივე.
0
0
გენაცვალე მაგ ხელთათმანებში!! მიაჩუმა ვინც საჭირო იყო....
0
0
შენ გაიხარე, არ ჩააგდებინა ენა კომენტატორებს
0
0
< წინა1234შემდეგი >
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
უძრავი ქონება
99.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული