ტელეარხ Showtime-ის ვიცე-პრეზიდენტმა სტეფენ ესპინოზამ აღნიშნა, რომ ვლადიმირ კლიჩკოსა და ენტონი ჯოშუას შორის მატჩ-რევანშის შესახებ გადაწყვეტილება უახლოეს დროში იქნება მიღებული.
"რამდენადაც ვიცი, ბევრი ვარიანტი განიხილეს და უარყვეს. ისიც ვიცი, რომ გადაწყვეტილებას ძალიან მალე მიიღებენ.
საიდუმლო არაა, რომ ბრძოლის გამართვა ამერიკის შეერთებულ შტატებში გვსურს. ეს ფენომენალური იქნებოდა. ეს იქნებოდა მძიმეწონოსანთა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა ლას ვეგასში ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში. მაგრამ ეს ბრძოლა გრანდიოზული იქნება, სა
დაც არ უნდა გაიმართოს. ჩემი ზრით, ეს ამ წლის მთავარი ბრძოლაა. პირველმა შეხვედრამ ჯოშუა ვარსკვლავად აქცია და ის ამერიკის შეერთებული შტატების მაყურებელს წარუდგინა", - განაცხადა ესპინოზამ Sky Sports-სთვის მიცემულ ინტერვიუში.