ვიტალი კლიჩკო: ტიმოშენკოს დაკავება დემოკრატიის განადგურებაა

AutoSharing Option
უკრაინის ოპოზიციური პარტია "უდარის" ლიდერმა და მსოფლიო ჩემპიონმა კრივში ვიტალი კლიჩკომ იულია ტიმოშენკოს დაპატიმრებასთან დაკავშირებით სექტემბერში დაგეგმილი ორთაბრძოლისთვის მზადება შეწყვიტა და ავსტრიიდან კიევში დაბრუნდა.

"როგორც კი შევიტყვე უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, კიევში დაბრუნება გადავწყვიტე. ვფიქრობ, ნამდვილი ბრძოლა დემოკრატიული ფასეულობებისთვის აქ, უკრაინაში გაჩაღდება. ამ ვითარებაში განზე გადგომა შეუძლებელია", - კლიჩკოს განცხადება პარტია "უდარის" პრეს-სამსახურის საშუალებით გავრცელდა.

ჩემპიონი მიიჩნევს, რომ ტიმოშენკოს დაკავება უკრაინის დამოუკიდებლობის წლისთავამდე ცოტა ხნით ადრე, ქვეყანაში დემოკრატიის განადგურების მცდელობაა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული