"როგორც კი შევიტყვე უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, კიევში დაბრუნება გადავწყვიტე. ვფიქრობ, ნამდვილი ბრძოლა დემოკრატიული ფასეულობებისთვის აქ, უკრაინაში გაჩაღდება. ამ ვითარებაში განზე გადგომა შეუძლებელია", - კლიჩკოს განცხადება პარტია "უდარის" პრეს-სამსახურის საშუალებით გავრცელდა.
ჩემპიონი მიიჩნევს, რომ ტიმოშენკოს დაკავება უკრაინის დამოუკიდებლობის წლისთავამდე ცოტა ხნით ადრე, ქვეყანაში დემოკრატიის განადგურების მცდელობაა.