მსოფლიოს ეს ჩემპიონატი ქართველებისთვის დამთავრდა

AutoSharing Option
აზერბაიჯანის დედაქალაქში პლანეტის უძლიერესი მოკრივეები მედლებსა და 2012 წლის ოლიმპიური თამაშების საგზურებს უჩვენოდ გაინაწილებენ.

ბაქოში მოკრივეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გუშინ მე-2 წრის შეხვედრები გაიმართა. ქართველები რინგს მხოლოდ სამ წონით კატეგორიაში იყვნენ შემორჩენილი.

სამწუხაროდ, ვერც ერთმა მათგანმა მეორე ბარიერი ვერ გადალახა. ავთანდილ ჭუბაბრია (49 კგ) იტალიელ ალექს ფერამოსკას დანებდა - 8:15. უფრო დიდი ანგარიშით დამარცხდა წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის მე-3 პრიზიორი ჯაბა ხოსიტაშვილი (75) - მან გერმანელ შტეფან ჰარტელთან უშანსოდ წააგო - 6:22, ხოლო 91 კილოში მოასპარეზე დავით გოგიშვილს ეკვადორელმა ხულიო კასტილიომ სძლია
- 12:5.

ამდენად, ათივე ქართველი მოკრივე მსოფლიოს ჩემპიონატს დაემშვიდობა, ამგვარ წარუმატებლობას კი მათგან არავინ ელოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული