ბაქოში მოკრივეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გუშინ მე-2 წრის შეხვედრები გაიმართა. ქართველები რინგს მხოლოდ სამ წონით კატეგორიაში იყვნენ შემორჩენილი.
სამწუხაროდ, ვერც ერთმა მათგანმა მეორე ბარიერი ვერ გადალახა. ავთანდილ ჭუბაბრია (49 კგ) იტალიელ ალექს ფერამოსკას დანებდა - 8:15. უფრო დიდი ანგარიშით დამარცხდა წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის მე-3 პრიზიორი ჯაბა ხოსიტაშვილი (75) - მან გერმანელ შტეფან ჰარტელთან უშანსოდ წააგო - 6:22, ხოლო 91 კილოში მოასპარეზე დავით გოგიშვილს ეკვადორელმა ხულიო კასტილიომ სძლია
ამდენად, ათივე ქართველი მოკრივე მსოფლიოს ჩემპიონატს დაემშვიდობა, ამგვარ წარუმატებლობას კი მათგან არავინ ელოდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"