კლიჩკო-მორმეკი ოფიციალურად დადასტურდა

AutoSharing Option
გუშინ, ოფიციალურად გამოცხადდა, რომ სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონი, უკრაინელი ვლადიმერ კლიჩკო მორიგ ბრძოლას 90.7-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონთან, ფრანგ ჟან-მარკ მორმეკთან გამართავს.

ეს ორთაბრძოლა 10 დეკემბერს გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში, ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის "ფორტუნას" არენაზე გაიმართება.

უმცროსმა კლიჩკომ მორმეკს ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მოკრივე უწოდა იმ მეტოქეთაგან, ვისაც აქამდე შეხვედრია. უკრაინელი მძიმეწონოსნის თქმით, მის მეტოქეს კარგი ტექნიკა და დაყენებული დარტყმა აქვს და რინგზე ბრძოლის გონიერად წარმართვის უნარი გააჩნია.

"მისი შეუფასებლობა ფატალური შეცდომა იქნება", - განაცხადა კლიჩკომ.

მორმეკი
ამბობს, რომ თავიდანვე შეგუებულია ამ ბრძოლის წინ აუთსაიდერის სტატუსს და მოსწონს ასეთი მდგომარეობა. ის თავის ფანებს გამარჯვებასა და საკრივო სამყაროს "გადაბრუნებას" ჰპირდება. "მე დავამსხვრევ კლიჩკოს ბროლის ყბას", - დაიქადნა ფრანგმა მოკრივემ.

39 წლის მორმეკი პირველად მსოფლიოს ჩემპიონი 2002 წელს გახდა - მაშინ მან WBA-ის ტიტული მოიპოვა. 2005 წელს WBC-ის საჩემპიონი ქამარი დაისაკუთრა.

ერთი წლის შემდეგ კი იამაიკელ ო'ნილ ბელთან წააგო, მაგრამ 2007 წელს რევანში აიღო და ტიტულები დაიბრუნა.

2007 წლის ნოემბერში მორმეკმა ნოკაუტით წააგო ბრიტანელ დევიდ ჰეისთან, რის შემდეგაც ორი წელი არ გასულა რინგზე. 2009 წლის ბოლოს ფრანგმა კარიერა სუპერმძიმე წონაში განაახლა. ამ კატეგორიაში მან ჯერჯერობით სამი ბრძოლა ჩაატარა და სამივე მოიგო. სულ მორმეკის ანგარიშზე 40 ბრძოლა, 36 მოგება (22 ნოკაუტით) და ოთხი წაგებაა.

35 წლის კლიჩკოს ეკუთვნის IBF-სი, WBO-სა და WBA-ის ტიტულები. დღემდე მან 59 ბრძოლა გამართა, საიდანაც 56 მოიგო (49 ნოკაუტით) და სამი წააგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული