ლაურის აქამდე 60 მატჩი ჰქონდა ჩატარებული, რომელთაგანაც 52 მოიგო (31 ნოკაუტით). მაშინ, როცა ქართველისთვის პროფესიულ რინგზე ეს მე-6 ორთაბრძოლა იყო.
შეხვედრა 8-რაუნდიანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ უკვე მე-2 რაუნდში ქართველმა იტალიელი ნოკაუტში გაგზავნა. ღვამიჩავას ექვსივე შეხვედრა მოგებული აქვს, აქედან 5 ნოკაუტით. ის თავის წონაში მსოფლიო კლასიფიკაციაში 66-ე პოზიციაზეა და ამ მოგების შემდეგ კიდევ უფრო დაწინაურდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი