ლევან ღვამიჩავას შოტლანდიური ტრიუმფი

AutoSharing Option
26 წლის ლევან ღვამიჩავამ (63,5 კგ. წონითი კატეგორია) ძალზე მნიშვნელოვანი სარეიტინგო ორთაბრძოლა მოიგო - შოტლანდიურ ვიშოუში ნოკაუტით დაამარცხა 35 წლის იტალიელი ჯუზეპე ლაური.

ლაურის აქამდე 60 მატჩი ჰქონდა ჩატარებული, რომელთაგანაც 52 მოიგო (31 ნოკაუტით). მაშინ, როცა ქართველისთვის პროფესიულ რინგზე ეს მე-6 ორთაბრძოლა იყო.

შეხვედრა 8-რაუნდიანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ უკვე მე-2 რაუნდში ქართველმა იტალიელი ნოკაუტში გაგზავნა. ღვამიჩავას ექვსივე შეხვედრა მოგებული აქვს, აქედან 5 ნოკაუტით. ის თავის წონაში მსოფლიო კლასიფიკაციაში 66-ე პოზიციაზეა და ამ მოგების შემდეგ კიდევ უფრო დაწინაურდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული