- რევაზ, მთელი სეზონის გაცდენის მერე ალბად ძნელი იყო ისევ დაბრუნება საპატიო კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე, თანაც განსხვავებულ წონაში.
- დიდებში ჩემპიონობა 2006 და 2007 წლებში 75 კგ-ში მოვიპოვე, 2008 და 2009 წლებში კი 81-ში. შარშან
- ტრავმამდე სეზონი, საერთოდ, შენთვის კარგად მიდიოდა.
- დიახ, შიდა ასპარეზობების გარდა, ჩეხეთის საერთაშორისო ტურნირიც მოვიგე და ერევანშიც, ვიდრე ტრავმას მივიღებდი, პირველი ორთაბრძოლა ყაზახ სპორტსმენთან მოგებული მქონდა. იმედი მაქვს არც საერთაშორისო არენას დავუბრუნდები ურიგო შედეგებით.
- თუმცა, როგორც ნაკრების მწვრთნელმა რამაზ ფალიანმა თქვა, 91 და მძიმე წონაში ჯერ კიდევ მსოფლიო დონის ისეთი გრანდებს აქვთ ოლიმპიადის ლიცენზია მოსაპოვებელი, რომ შესაძლოა შენი და მძიმე წონაში ბახტიძის სალიცენზიო შეჯიბრებებზე წაყვანა არ მიიჩნიონ საჭიროდ.
- ფალიანის პოზიცია ჩემთვისაც ცნობილია და ასეთ შემთხვევაში მწვრთნელს ვთხოვ, ჩემს ძველ წონაში, 81 კგ-ში მომცეს ფავორიტებთან საკონტროლო შეხვედრის უფლება. მე მჯერა საკუთარი შესაძლებლობების და თავს არ დავზოგავ ლონდონის ოლიმპიადის საგზურის მოსაპოვებლად.
- გამოდის, რომ ხელახლა მოგიწევს რამდენიმე კილოგრამის დაკლება, რამაც შეიძლება არასახარბიელო გავლენა იქონიოს სპორტსმენის ჯანმრთელობაზე და შედეგზეც.
- გაცდენილი სეზონის შემდეგ წონის შენარჩუნება 81 კგ-ში უწინდელივით მაინცდამაინც აღარ მიადვილდება, მაგრამ უარყოფითი გალენის თავიდან აცილება მიზანმიმართული და სწორი სავარჯიშო პროცესით შესაძლებელია. ბოლოს და ბოლოს ამ წონაში ორჯერ გავხდი ქვეყნის ჩემპიონი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"