გიორგი კანდელაკი: არბიტრებს ვთხოვ, ჩემი შვილი ობიექტურად განსაჯონ

AutoSharing Option
სახელოვანი ქართველი მოკრივის გიორგი კანდელაკის ვაჟი თარაში ჩვენი ქვეყნის არაერთი ტურნირის გამარჯვებულია. ბოლო ხანს 13 წლის პერსპექტიულმა მოკრივემ, საერთაშორისო არენასაც შეუტია.

ამას წინათ მან ოდესაში, რომან პესინის სახელობის ჭაბუკთა ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირში იასპარეზა და შინ ოქროს მედლით დაბრუნდა.

უკრაინაში სააკრივოდ შვიდი სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენებმა მოიყარეს თავი. ფინალში კანდელაკმა ადგილობრივ მოკრივეს აჯობა დამაჯერებლად. ოდესის რინგზე მას მამაც ახლდა, რომელმაც შვილის გამოსვლის თაობაზე მოგვითხრო:

"თარაშის ასპარეზობით კმაყოფილი დავრჩი. მწვრთნელებთან ერთად მეც ყოველმხრივ ვზრუნავ, რომ მან სისტემატიურად დახვეწოს ტექნიკურ-ტაქტიკური არსენალი და წარმატებული სპორტსმენი
გაიზარდოს.

ვფიქრობ, რომ უკრაინაში მოპოვებულ გამარჯვებაში არცთუ მცირე როლი ითამაშა თარაშისადმი ჩემმა სწორმა მიდგომამ - საქართველოში ჩატარებულ ყველა შეჯიბრებაზე არბიტრებს ვთხოვ, მაქსიმალურად ობიექტურად განსაჯონ მისი შეხვედრები და იმის გაუთვალისწინებლად იმსაჯონ, რომ ეს ბიჭი ჩემი შვილია.

თარაშს ობიექტური მიდგომა მხოლოდ და მხოლოდ ახეირებს. მან იცის, რომ შინ და გარეთ ვინმეს დაუხმარებლად მოუწევს თავის გატანა. მიხარია, რომ ჩვენი სამუშაოს შედეგი ოდესის რინგზეც კარგად გამოჩნდა", - გვითხრა გიორგი კანდელაკმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული