ამას წინათ მან ოდესაში, რომან პესინის სახელობის ჭაბუკთა ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირში იასპარეზა და შინ ოქროს მედლით დაბრუნდა.
უკრაინაში სააკრივოდ შვიდი სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენებმა მოიყარეს თავი. ფინალში კანდელაკმა ადგილობრივ მოკრივეს აჯობა დამაჯერებლად. ოდესის რინგზე მას მამაც ახლდა, რომელმაც შვილის გამოსვლის თაობაზე მოგვითხრო:
"თარაშის ასპარეზობით კმაყოფილი დავრჩი. მწვრთნელებთან ერთად მეც ყოველმხრივ ვზრუნავ, რომ მან სისტემატიურად დახვეწოს ტექნიკურ-ტაქტიკური არსენალი და წარმატებული სპორტსმენი
ვფიქრობ, რომ უკრაინაში მოპოვებულ გამარჯვებაში არცთუ მცირე როლი ითამაშა თარაშისადმი ჩემმა სწორმა მიდგომამ - საქართველოში ჩატარებულ ყველა შეჯიბრებაზე არბიტრებს ვთხოვ, მაქსიმალურად ობიექტურად განსაჯონ მისი შეხვედრები და იმის გაუთვალისწინებლად იმსაჯონ, რომ ეს ბიჭი ჩემი შვილია.
თარაშს ობიექტური მიდგომა მხოლოდ და მხოლოდ ახეირებს. მან იცის, რომ შინ და გარეთ ვინმეს დაუხმარებლად მოუწევს თავის გატანა. მიხარია, რომ ჩვენი სამუშაოს შედეგი ოდესის რინგზეც კარგად გამოჩნდა", - გვითხრა გიორგი კანდელაკმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"