კლიჩკო-პოვეტკინი გერმანიაში გაიმართება

AutoSharing Option
სუპერმძიმე წონაში სატიტულო ბრძოლა უკრაინელ ვლადიმერ კლიჩკოსა და რუს ალექსანდრ პოვეტკინს შორის სექტემბერში გერმანიაში გაიმართება.
ძმები კლიჩკოების პრომოუტერულმა კომპანია - - K2 Promotions-მა მოიგო IBF-ის სატიტულო ბრძოლაზე აუცქიონი და ახლა ამ შეხვედრის ჩატარებაზე სწორედ ეს კომპანია იზრუნებს.
პრომოუტერებმა საჰონორარო ფონდი 8.313 მილიონი დოლარით განსაზღვრეს, რაც ორჯერ მეტია კომპანია Sauerland Events-ის მიერ დაპირებულ თანხაზე. ეს კომპანია პოვეტკინის საქმეებს აწარმოებს. IBF-სა და WBO-ის ჩემპიონი კლიჩკო საერთო თანხის 75 პროცენტს (6.235 მილიონი) მიიღებს, პოვეტკინი - 25 პროცენტს (2.078 მილიონი).
სავარაუდოდ, ბრძოლა 11 ან
18 სექტემბერს გერმანიის ქალაქ ფრანქფურტში გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული