ვიტალი კლიჩკო: გასაოცარია, რომ პატარა ქუთაისს ამდენი ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს

AutoSharing Option
ცნობილმა უკრაინელმა პროფესიონალმა მოკრივემ ვიტალი კლიჩკომ, რომელიც საქართველოში იმყოფება და შეხვედრებს ახალდაფუძნებული უკრაინული პოლიტიკური პარტიის, "უდარის" ლიდერის რანგში მართავს, სპორტს გვერდი ვერ აუარა.

19 აპრილს, ქუთაისში ვიზიტისას, იგი ქალაქის ხელმძღვანელობასთან ერთად ქალაქის ცენტრში მდებარე ოლიმპიურ სკვერს ესტუმრა და ოლიმპიური ჩემპიონების ვარსკვლავები დაათვალიერა.

"ვიცი, რომ საქართველო მდიდარი სპორტული ტრადიციების ქვეყანაა, მაგრამ ასეთ პატარა ქალაქში ამდენი ოლიმპიური ჩემპიონი რომ გყავთ, ეს მართლაც გასაოცარია.

ასეთ შედეგებზე ბევრი დიდი ქვეყანა ოცნებობს. ეს ლამაზი სკვერი ოლიმპიური ჩემპიონებისადმი მართლაც დიდი პატივის გამომხატველია, - აღნიშნა ვიტალი კლიჩკომ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
უდიდესი მოკრივე, ღმერთმა ჩვენც მოგვცეს ასეთი დიდი სპორცმენი
zako
12:32 20-04-2012
0
ბრწყინვალე პიროვნებები ორივე ძმა, როგორც სპორტში ისე პოლიტიკაშიც. გისურვებთ წარმატებას.
zaza
20:59 20-04-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული