19 აპრილს, ქუთაისში ვიზიტისას, იგი ქალაქის ხელმძღვანელობასთან ერთად ქალაქის ცენტრში მდებარე ოლიმპიურ სკვერს ესტუმრა და ოლიმპიური ჩემპიონების ვარსკვლავები დაათვალიერა.
"ვიცი, რომ საქართველო მდიდარი სპორტული ტრადიციების ქვეყანაა, მაგრამ ასეთ პატარა ქალაქში ამდენი ოლიმპიური ჩემპიონი რომ გყავთ, ეს მართლაც გასაოცარია.
ასეთ შედეგებზე ბევრი დიდი ქვეყანა ოცნებობს. ეს ლამაზი სკვერი ოლიმპიური ჩემპიონებისადმი მართლაც დიდი პატივის გამომხატველია, - აღნიშნა ვიტალი კლიჩკომ.