გიორგი კანდელაკი: კავკასიაში კრივის სახეობაში ვლიდერობთ, თუმცა მეტი შეგვიძლია

AutoSharing Option
საქართველოს პროფესიული კრივის ფედერაციის პრეზიდენტს ამჯერად ამ სფეროში კავკასიაში არსებული ვითარების შეფასება ვთხოვეთ. ვფიქრობთ, მისი შეფასებები მკითხველს დააინტერესებს.

კავკასიაში პროფესიული კრივის ორგანიზაციებს განვითარების სხვადასხვა, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი გზა გვაქვს არჩეული. boxrec.com - ზე გამოქვეყნებულ მსოფლიო რეიტინგის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ამ ეტაპზე საქართველოში პროფესიული კრივი გაცილებით უკეთ განვითარებულია, ვიდრე რეგიონის მეზობელ ქვეყნებში.

რეიტინგში სპორტსმენების რაოდენობითაც აშკარაა ჩვენი უპირატესობა. სომხეთიდან 13 მოკრივეა რეიტინგში შესული, აზერბაიჯანიდან 44, საქართველოდან - 100.

ქულებით საუკეთესო ავთანდილ ხურციძეა - 278. სომხეთიდან საუკეთესოს ვიკ დარჩინიანს 199, აზერბაიჯანიდან აზად აზიზოვს
კი 81 ქულა აქვს. საქართველოსა და აზერბაიჯანში პროფესიულ კრივში შინაც ოსტატდებიან და საზღვარგარეთაც, სომხეთი კი ძირითადად უცხოეთზეა ორიენტირებული.

მათ გრანდიოზული მხარდაჭერა აქვთ თვისტომებისგან ამერიკასა და გერმანიაში. მაგალითად, გერმანიაში ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევი კლუბია "უნივერსუმი", რომელსაც სომეხი მილიონერები პატრონობენ.

მთავარი მწვრთნელიც სომეხია და სამშობლოდან წაყვანილ პერსპექტიულ მოკრივეებსაც იქ ზრდიან. ვიკ დარჩინიანი ავსტრალიის, არტ ჰოვანესიანი აშშ-ს, ხორენ გევორქიანი გერმანიის და არმენ აკოფიანი საფრანგეთის კლუბებში ვარჯიშობენ.

აზერბაიჯანელების ლიდერებიდან აზად აზიზოვი და რაშად ქარიმოვი გერმანიის, ალი ისმაილოვი და იუსალ ალიევი რუსეთის კლუბებში ოსტატდებიან.

წამყვანი ქართველი მოკრივეების გარდა უკრაინის (ავთანდილ ხურციძე, იაგო კილაძე) და ირლანდიის (ლევან ღვამიჩავა) კლუბებში მრავლად ნახავთ თბილისის, გორის, ვარიანის, ფოთის, ბორჯომის, ქუთაისის წარმომადგენლებს. ამ მიმართულებით საქართველოს პროფესიული კრივის ასოციაცია სწორ გზას ადგას. უფრო მაღალი შედეგების მოპოვებისთვის კი ფინანსურის გარდა ყოველმხრივ საკმარისი რესურსი გაგვაჩნია.

ჯერჯერობით ასოციაცია ყველაფერს მხოლოდ საკუთარი სახსრებით აკეთებს. სომხეთშიც და აზერბაიჯანშიც ადგილობრივი საკლუბო სისტემის დასახვეწად ხელისუფლების დაუხმარებლად თითქმის ვერაფერს გახდნენ. ორივე ქვეყნის პროფესიულ კრივს ხელისუფლება ფინანსურად ეხმარება და და ალბათ მალე უკეთეს შედეგებსაც მოიმკიან. უკრაინული საკრივო სკოლა ავიღოთ. ცოტა ხნის წინ ოდესაში გახლდით და კიდევ ერთხელ თეთრი შურით შემშურდა მათი. ვერ ვიტყვი, რომ პერსპექტიულ სპორტსმენთა პოტეციალით და მაინცდამაინც ვერც ინფრასტრუქტურით ისინი ჩვენზე წინ არიან.

უბრალოდ, კრივია იქ ძალიან პოპულარული. სახელმწიფო და კერძო სექტორი კი ფულს დებენ. ქალაქში უამრავ სარეკლამო ბილბორდს ნახავთ მოკრივის, ან ზოგადად სპორტსმენის გამოსახულებით. მედია არის სპორტის პოპულარობის განმსაზღვრელი.

ოდესის ტელევიზიაში ყოველდღე ერთი გადაცემა მაინც გადიოდა კრივზე. მადლობელი ვარ, რომ ქართულ სპორტულ პრესაში ჩვენს პროფესიონალ მოკრივეებზე, სარეიტინგო ტურნირებზე იწერება. სასიხარულოა, რომ "ლელოში" ჩემს მოსაზრებებს მსოფლიოსა და საქართველოში პროფესიულ კრივში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მკითხველი ყურადღებით ეცნობა.

მეტსაც გეტყვით, ამას წინათ გორში ავტოსადგომის თანამშრომელმა მეტად საინტერესო კითხვები დამისვა და საუბრისას ამონარიდებიც კი მოიშველია "ლელოში" გამოქვეყნებული ჩვენი საკრივო რუბრიკიდან. მაშასადამე ხალხი აქტიურად კითხულობს, მაგრამ მხოლოდ ბეჭდური მედია არ კმარა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
"გიორგი კანდელაკი: კავკასიაში კრივის სახეობაში ვლიდერობთ, თუმცა მეტი შეგვიძლია"
ნუ .... რა:*
nodari qutaiseli
18:08 09-05-2012
0
მე ნამდვილად ვეტანხმები ბატონი გიორგის
merabi
16:54 23-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული