დავით მაკარიძე WBU-ს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონია!

AutoSharing Option
33 წლის ფოთელმა დავით მაკარიძემ, მეტსახელად "რობოტმა", 6 წლიდან დაიწყო მეცადინეობა კრივში.

ის საქართველოს მრავალგზის ჩემპიონია. ოლიმპიური პრიზიორის - ვლადიმერ ჭანტურიას შეგირდმა, რომელიც ამჟამად დავით კანდელაკის კლუბის წევრია, პროფესიულ რინგზე გადანაცვლების შემდეგ 27 ორთაბრძოლა გამართა, საიდანაც 18 მოიგო, 1 ფრედ დაამთავრა და რვაჯერ დამარცხებულმა დატოვა სარბიელი.

პროფესიონალებში საქართველოს ქამრის მფლობელმა დავით მაკარიძემ რეიტინგით მსოფლიოს კრივის კავშირის (WBU) ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონობისთვის ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ჩვენებურს მეტოქეობას უწევდა ბენელუქსის ქვეყნების ქამრის მფლობელი ნიდერლანდელი ჰასან აით ბოსუ (17 ბრძოლიდან 12 გამარჯვება და 5
მარცხი). შეხვედრა ამსტერდამის რინგზე გაიმართა.

ქართველმა მოკრივემ ტიტების ქვეყნის წარმომადგენელი მე-12 რაუნდში ნოკაუტში გაგზავნა და 66 კილოში WBU-ს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული