19-22 წლის მოკ­რი­ვე­თა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ქართველებმა წარმატებული სტარტი აიღეს

AutoSharing Option
სა­ქარ­თ­ვე­ლოს ცხრა წარ­მო­­მად­გე­ნე­ლი იას­პა­რე­ზებს 19-22 წლის მოკ­რი­ვე­თა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ში, რო­მე­ლიც 11 დეკემბერს კა­ლი­ნინ­გ­რად­ში და­იწყო.

ჩი­ნე­ბუ­ლი სტარ­ტი აიღო 2011 წლის ევ­რო­პის მე­სა­მე პრი­ზი­ორ­მა ზა­ალ კვა­ჭა­ტა­ძემ (69 კგ) - სა­ქარ­თ­ვე­ლოს კრი­ვის ფე­დე­რა­ცი­ის გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა ვლა­დი­მერ ახალ­კაც­მა ტე­ლე­ფო­ნით გვაც­ნო­ბა (შე­ჯიბ­რე­ბის სა­იტ­ზე წუ­ხელ, გვი­ან ღა­მემ­დე არც წი­ლის­ყ­რი­სა და არც პირ­ვე­ლი დღის ორ­თაბ­რ­ძო­ლე­ბის შე­დე­გე­ბი და­უდ­ი­ათ), რომ ქარ­თ­ველ­მა სპორ­ტ­ს­მენ­მა სო­მეხ მე­ტო­ქეს სძლია.

წარ­მა­ტე­ბით გა­და­ლა­ხა პირ­ვე­ლი წრე ირაკ­ლი მე­ლი­ქიშ­ვილ­მაც - 64 კი­ლოგ­რამ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში მან სლო­ვე­ნი­ე­ლი მოკ­რი­ვე და­ა­მარ­ცხა.

"ოლიმ­პი­ურ იმედ­ში" (ასე ჰქვია ამ შე­ჯიბ­რე­ბას) დღე­ი­დან სხვა­დას­ხ­ვა წო­ნა­ში
საპ­რი­ზო ად­გი­ლე­ბის­თ­ვის ასე­ვე იბ­რ­ძო­ლე­ბენ: 49 კი­ლო­ში - მი­ხე­ილ კა­ზან­ჯი­ა­ნი (თბი­ლი­სი), 52 კგ - სე­ვე­რი­ა­ნ ჭი­ლა­ძე, 56 კგ - ჭა­ბუ­კებ­ში 2011 წლის ევ­რო­პის პირ­ვე­ლო­ბის ფი­ნა­ლის­ტი ვე­ნე­ტიკ ერა­ნო­სი­ა­ნი (ახალ­ქა­ლა­ქი), 60 კგ - კა­დე­ტებ­ში 2010 წლის მსოფ­ლი­ოს პირ­ვე­ლო­ბის ვერ­ცხ­ლისმე­და­ლო­სა­ნი ალე­კო ჭა­დაშ­ვი­ლი (თბი­ლი­სი), 81 კგ - ახალ­გაზ­რ­დებ­ში 2010 წლის ევ­რო­პის პრი­ზი­ო­რი იაგო კი­ზი­რია (ფო­თი) და მძი­მე წო­ნა­ში - თორ­ნი­კე პუ­რი­ჭა­მი­აშ­ვი­ლი (გო­რი).

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბი ევ­რო­პის პირ­ვე­ლო­ბის­თ­ვის კუ­კუ­რი შავ­გუ­ლი­ძემ, ვლა­დი­მერ ჭან­ტუ­რი­ამ და ანა­ტო­ლი ქავ­თა­რა­ძემ მო­ამ­ზა­დეს. შე­ჯიბ­რე­ბა­ზე მსა­ჯად არის მიწ­ვე­უ­ლი AIBA-ს არ­ბიტ­რი ზუ­რაბ ტი­ბუა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული