ჩინებული სტარტი აიღო 2011 წლის ევროპის მესამე პრიზიორმა ზაალ კვაჭატაძემ (69 კგ) - საქართველოს კრივის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ვლადიმერ ახალკაცმა ტელეფონით გვაცნობა (შეჯიბრების საიტზე წუხელ, გვიან ღამემდე არც წილისყრისა და არც პირველი დღის ორთაბრძოლების შედეგები დაუდიათ), რომ ქართველმა სპორტსმენმა სომეხ მეტოქეს სძლია.
წარმატებით გადალახა პირველი წრე ირაკლი მელიქიშვილმაც - 64 კილოგრამ წონით კატეგორიაში მან სლოვენიელი მოკრივე დაამარცხა.
"ოლიმპიურ იმედში" (ასე ჰქვია ამ შეჯიბრებას) დღეიდან სხვადასხვა წონაში
საქართველოს ნაკრები ევროპის პირველობისთვის კუკური შავგულიძემ, ვლადიმერ ჭანტურიამ და ანატოლი ქავთარაძემ მოამზადეს. შეჯიბრებაზე მსაჯად არის მიწვეული AIBA-ს არბიტრი ზურაბ ტიბუა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"