სამწუხაროდ, 6-მა მათგანმა მაყურებლებში გადაინაცვლა, 14 დეკემბერს კი 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორმა ზაალ კვაჭატაძემ 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბულგარელი სიმეონ ჩამოვი დაამარცხა 16:14 და ნახევარფინალში გავიდა, რითაც ბრინჯაოს მედალი გაინაღდა.
ფინალში გასასვლელად უკრაინელი სერგეი ვოლკოვის მძლეველ ბელარუსს - პაველ კოსტრომინს დაუპირისპირდება.
დღევანდელ მეოთხედფინალურ პაექრობებში კიდევ ორი ჩვენებური ჩაებმება - ვენეტიკ ერანოსიანი (56 კგ) და იაგო კიზირია (81 კგ).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"