ტრაგედია რინგზე

AutoSharing Option
ამერიკელი მოყვარული მოკრივე ჯერემია მოენი საავადმყოფოში გარდაიცვალა რინგზე მიღებული ტრავმების შემდეგ. ბრძოლაში, რომელიც Golden Gloves-ის სერიის ეგიდით გაიმართა, 29 წლის სუპერმძიმეწონოსანი პირველივე რაუნდში დაეცა რინგზე. მოკრივე სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ იქ გონსმოუსვლელად გარდაიცვალა. როგორც სპორტსმენის ბიძამ მაიკ სუინიმ განაცხადა, ადრე ჯერემიას თავის სერიოზული ტრავმები ჰქონდა, მათ შორის, ტვინის შერყევა.

მოენი რამდენიმე დღე უგონო მდგომარეობაში იყო, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. "ის შესანიშნავი მოკრივე იყო, მაგრამ კიდევ უფრო უკეთესი ადამიანი", - ამბობს სუინი, რომელიც 12 წლის ასაკიდან ზრდიდა დაობლებულ ჯერემიას.

აღსანიშნავია, რომ კოლეჯის დასრულების შემდეგ მოენმა მოკრივის კარიერის დასრულება გადაწყვიტა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ დაბრუნდა რინგზე. გასულ წელს მოენი Golden Gloves-ის სერიის ჩემპიონი გახდა ჩრდილოეთ დაკოტას შტატში.

მოკრივის მწვრთნელის, ედი ობრეგონის თქმით, მის შეგირდს თითქოს არ მიუღია სერიოზული დარტყმა, მაგრამ რაუნდებს შორის შესვენებისას მოულოდნელად გონება დაკარგა. მეტოქე მოენზე გაცილებით ახოვანი და ფიზიკურად ძლიერი იყო.

სხვათა შორის, მაიკ სუინიმ განაცხადა, რომ მოენმა დატოვა ანდერძი, რომლის მიხედვითაც, მის ორგანოებს ტრანსპლანტაციისთვის გამოიყენებენ. ბიძის თქმით, მოკრივის ოჯახისთვის ასე უფრო იოლი იქნება მომხდარის გადატანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მუჰამედ ალი სიკვდილის პირასაა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული