მაიკ ტაისონმა მწვრთნელობაზე უარი თქვა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ამერიკელმა მოკრივემ მაიკ ტაისონმა ინტერვიუ მისცა ESPN-ს, რომელშიც გამორიცხა დიდ კრივში თუნდაც მწვრთნელის რანგში დაბრუნება.
"დღეისთვის კარგ ფორმაში ვიმყოფები, მაგრამ ჯერჯერობით ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მაძლევს კრივში დაბრუნების საშუალებას. ჯანმრთელობას ყურადღებას არ ვაქცევდი, ვეტანებოდი ალკოჰოლს, ნარკოტიკებს, რის გამოც 50 კილოგრამი დავიკელი...
მაგრამ ახლა ყოველგვარი მავნე ჩვევა გადავაგდე და ვცდილობ მოვუარო იმას, რაც დამრჩა. მწვრთნელის რანგში საკუთარი თავი ვერ წარმომიდგენია. არავის გაწვრთნის სურვილი არ გამაჩნია. ამისთვის განსაკუთრებული ნიჭია საჭირო, რომელიც, ალბათ, არ გამაჩნია", - ამბობს მსოფლიოს ყოფილი აბსოლუტური ჩემპიონი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული