10 წონით კატეგორიაში ტურნირში მონაწილეობდა საქართველოს ქალაქებისა და რაიონების 100 სპორტსმენი.
ეს იყო აგვისტოში ჰოლანდიურ როტერდამში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის ერთ-ერთი მოსამზადებელი შეჯიბრება. ძირითადად, სწორედ საქართველოს ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით დაკომპლექტდება ახალგაზრდული ნაკრები, რომელიც საბოლოოდ მომდევნო ტურნირებზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით ჩამოყალიბდება.
ქუთაისში ამ პირველობას საქართველოს კრივის ფედერაციის ხელმძღვანელობა მთელი შემადგენლობით ადევნებდა თვალს. ფინალურ ორთაბრძოლებს სპორტის მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძეც დაესწრო.
საინტერესოა, ყველაზე მეტი -
დავით კვაჭაძე (საქართველოს კრივის ფედერაციის პრეზიდენტი):
"ნაკრებში მოხვედრის მოტივაცია თითოეული მოკრივისთვის დიდი სტიმული იყო. სამწუხაროდ, მათი დონე არცთუ ისე მაღალი გამოდგა. ნაკრების მწვრთნელებს ძალიან დიდი შრომა დასჭირდებათ, რომ ევროპის ჩემპიონატამდე სპორტსმენები სასურველ კონდიციებამდე მიიყვანონ.
პერსპექტიული მოკრივეები გვყავს და ეს გვაიმედებს. კონტინენტის პირველობამდე შეკრებებსა და ტურნირებზე დადგინდება საბოლოო შემადგენლობა. საქართველოს პირველობის მოგება ნაკრებში ადგილის დაბევების გარანტია არ არის. როტერდამში ის მოკრივეები წავლენ, რომლებიც თავს მომდევნო შეჯიბრებებშიც გამოიჩენენ".
თამაზ თევზაძე:
"გამარჯვებულებს და მათ მწვრთნელებს ვულოცავ საქართველოს ჩემპიონობას, რაც ნამდვილად საამაყოა. კრივი ოლიმპიური, პრიორიტეტული სპორტის სახეობაა და მისი განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია.
მინდა წარმატებები ვუსურვო კრივის ფედერაციას, რომელიც ცდილობს, ყველაფერი გააკეთოს ქართული კრივის ასაღორძინებლად და იმ დიდი ტრადიციების დასაბრუნებლად, რომელიც ქართულ კრივს გააჩნდა.
მადლობა ქუთაისს ჩემპიონატის კარგი მასპინძლობისთვის..."
კუკური შავგულიძე (საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
"ევროპის ჩემპიონატამდე სამი საერთაშორისო ტურნირია დაგეგმილი, რის შემდეგაც ნაკრები საბოლოოდ დაკომპლექტდება.
საქართველოს ჩემპიონატზე მოკრივეების დონე სახარბიელო არ იყო, 4-5 მათგანი ნამდვილად იმსახურებს ნაკრებში ასპარეზობას, ზოგიერთისგან კი მეტს ველოდით. იმედია, მომდევნო ტურნირებზე თავს უკეთ წარმოაჩენენ".
კვარცხლბეკი
49კგ. 1. აბას ალაკპეროვი (თბილისი), 2. ლაშა კობახიძე (გორი), 3. გიორგი ხაჩიძე (რუსთავი), 3. სანდრო საპანაძე (ქუთაისი);
52კგ. 1. ლევან კლდიაშვილი (ქუთაისი), 2. მიხეილ ჭინჭარაული (თბილისი), 3. ავთო თევდორაძე (გორი), 3. საბირ ქირიმოვი (თბილისი);
56კგ. 1. ზაურ ხურციძე (ქუთაისი), 2. ლაშა გურული (რუსთავი), 3. ლუკა ლემონჯავა (ფოთი), 3. გიორგი ცისკარიშვილი (თბილისი);
60კგ. 1. ამირან მარგველაშვილი (ქუთაისი), 2.ალექსანდრე ლურსმანიშვილი, 3. უჩა ყაველაშვილი (ორივე - გორი), 3. აჩიკო ტურავა (ფოთი);
64კგ. 1. ნუკრი ადამია (ფოთი), 2. ჯემალ შალამბერიძე (ქუთაისი), 3. არჩილ ტეტუნაშვილი (თბილისი), 3. ომარ მახათაძე (ჭიათურა);
69კგ. 1. კონსტანტინე ხვისტანი (ქუთაისი), 2. ირაკლი ალანიძე, 3. ბექა დანელია (ორივე - ფოთი), 3. თევდორე ყანდიაშვილი (გურჯაანი);
75კგ. 1. ირაკლი ქათამაძე, 2. გიორგი გიორგაძე (ორივე - ქუთაისი), 3. დავით ლომაძე (ფოთი), 3. პავლე გოგოლაძე (ჭიათურა);
81კგ. 1. ვასილ წიწილაშვილი (ფოთი), 2. გიგა ბუზალაძე (გორი), 3. რევაზ ტყეშელაშვილი (რუსთავი), 3. ლევან დეისაძე (ტყიბული);
91კგ. 1. გიორგი ურჯუმელაშვილი (გორი), 2. გიორგი აბესაძე (ქუთაისი), 3. გიორგი სალაძე (ზესტაფონი), 3. ლევან ხარძიანი (გარდაბანი);
91+. 1. დემურ მაჭარაშვილი (რუსთავი), 2. ლაშა ახალაძე (ქუთაისი), 3. ალექსანდრე პეტროსიანი (თბილისი), 3. არგიშდი ელიზბარიანი (ახალქალაქი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"