მაგრამ მას შემდეგ, რაც გამოცემის მფლობელი გახდა პრომოუტერული კომპანია Golden Boy და ჟურნალიდან დაითხოვეს მთავარი თანამშრომელი, რომელიც პასუხისმგებელი იყო TOP10-ის შედგენაზე, აღნიშნული რეიტინგის მომდევნო ცვლილებებმა სულ უფრო და უფრო მეტი კითხვა და კამათი გააჩინა. მაგალითად, ბევრ ექსპერტს მიაჩნია, რომ გილერმო რიგონდო, რომელმაც ამას წინათ დამაჯერებლად დაამარცხა ნონიტო დონერი, პირველ ათეულში შეყვანის ღირსია.
აქედან გამომდინარე, საინტერესოა ანალოგიური
აი, როგორ გამოიყურება ალტერნატიული ტოპ-ათეული:
1. ფლოიდ მეივეზერი (36 წლის, აშშ, ნახევრად საშუალო)
2. ანდრე უორდი (29 წლის, აშშ, მეორე საშუალო)
3. ხუან მანუელ მარკესი (39 წლის, მექსიკა, ნახევრად საშუალო)
4. მენი პაკიაო (34 წლის, ფილიპინები, ნახევრად საშუალო)
5. სერხიო მარტინესი (38 წლის, არგენტინა, საშუალო)
6. გილერმო რიგონდო (32 წლის, კუბა, პირველი ნახევრად მჩატე)
7. ვლადიმერ კლიჩკო (37 წლის, უკრაინა, სუპერმძიმე)
8. ნონიტო დონერი (30 წლის, ფილიპინები, პირველი ნახევრად მჩატე)
9. ტიმოტი ბრედლი (29 წლის, აშშ, ნახევრად საშუალო)
10. საულ ალვარესი (22 წლის, მექსიკა, პირველი საშუალო)
* * *
WBC-ის ვერსიით, მეორე ნახევრად საშუალო წონაში მსოფლიოს ჩემპიონმა, ამერიკელმა ფლოიდ მეივეზერმა ჟურნალისტებთან ისაუბრა იმის შესახებ, რომ 40 მილიონ დოლარს სთავაზობდა ბრძოლის სანაცვლოდ ფილიპინელ მენი პაკიაოს.
"ჯერ კიდევ მარკესთან შეხვედრამდე დავურეკე მენის და მას 40 მილიონი დოლარი შევთავაზე, მაგრამ პაკიაომ განაცხადა, რომ სურს შემოსავლის თანაბრად განაწილება და ყურმილი დამიკიდა", - ამბობს ამერიკელი მოკრივე.
შეგახსენებთ, რომ მეივეზერი უახლოეს უქმეებზე ჩაატარებს თავის მორიგ შეხვედრას - ის რობერტო გერეროს წინააღმდეგ გავა რინგზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კრივის სამყაროში მეტოქეები დარიგებულია