პოვეტკინის მენეჯერის ვლადიმერ ხრიუნოვის სიტყვებით, კლიჩკო დოპინგ-ტესტს გერმანიის ანტისადოპინგო სააგენტოს (NADA) სპეციალისტებს ჩააბარებს, პოვეტკინს კი რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტო (RUSADA) შეამოწმებს.
ადრე დოპინგ-კონტროლის პრობლემა სერიოზულად უშლიდა ხელს კონტრაქტის ხელმოწერაზე მიმდინარე მოლაპარაკებებს. ხელშეკრულების გაფორმება ამ კვირას უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, 2013 წლის ერთ-ერთი მთავარი ორთაბრძოლა ჩაიშალოს.
"კლიჩკოსთვის პოვეტკინთან ბრძოლა, ფინანსური მხარის გარდა,
* * *
ამასობაში, ვლადიმერის უფროსი ძმის - ვიტალი კლიჩკოს მწვრთნელმა ფრიც ზდუნეკმა თავისი მოსაზრება გაგვაცნო კლიჩკო-პოვეტკინის მოსალოდნელ დაპირისპირებაზე, აგრეთვე ისაუბრა თავისი შეგირდის მომავალი კარიერის შესახებ.
"ჩემთვის კლიჩკოსა და პოვეტკინის ბრძოლაში ფავორიტი - ვლადიმერია. ბრძოლის ბედს ტაქტიკა გადაწყვეტს, ვლადიმერი კი, ამ მხრივ, ძალიან ძლიერია. მან ეს პიანეტასთან ბრძოლაში დაამტკიცა. უმცროსი კლიჩკო შესანიშნავად იყენებს ჯებს, მას მაღალი ტემპი გააჩნია და კარგად მუშაობს ფეხებით.
თანაბარი ბრძოლა მას მხოლოდ ვიტალისთან ექნება, მაგრამ ასეთი შეხვედრა არ გაიმართება.
გააგრძელებს თუ არა კარიერას ვიტალი? ვფიქრობ, ეს სავსებით შესაძლებელია. მას ხანგრძლივი პაუზები ჰქონდა და თავს შესანიშნავად გრძნობს. მისთვის რინგზე გასვლა - ეს არის შვებულება პოლიტიკაში", - განცხადა ფრიც ზდუნეკმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
უკრაინელებს ეჭვი აქვთ, რომ კლიჩკოს რუსი მეტოქე დოპინგს იყენებს