ამ ორგანიზაციის ბაზა გერმანიაში მდებარეობს.
ბენტემ აღნიშნა, რომ კლიჩკო მყარად დგას თავის პოზიციაზე და მზად არის, უარი თქვას შეხვედრაზე, თუ მისი პირობები დაკმაყოფილებული არ იქნება.
თავის მხრივ, პოვეტკინის გუნდი ჯიუტად იმეორებს, რომ დოპინგ-სინჯები რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტომ (RUSADA) უნდა აიღოს. პოვეტკინის მენეჯერის, ვლადიმერ ხრიუნოვის თქმით, უკიდურეს შემთხვევაში დათანხმდება კომპრომისულ ვარიანტს: NADA აიღებს
კლიჩკოსა და პოვეტკინის ბრძოლა 5 ოქტომბერს, მოსკოვში გაიმართება.
23 აპრილს ვლადიმერ ხრიუნოვმა 23 მილიონ დოლარად მოიგო ვაჭრობა ამ ბრძოლის ორგანიზებაზე. შეხვედრის ჰონორარი განაწილდება სისტემით - "75/25"-ზე უკრაინელის სასარგებლოდ. ასე რომ, კლიჩკო მიიღებს დაახლოებით 17 მილიონ დოლარს, პოვეტკინი - ხუთ მილიონზე ოდნავ მეტს.
შეგახსენებთ, რომ რუსი ფლობს WBA-ს ვერსიით "ჩვეულებრივი" ჩემპიონის ტიტულს, კლიჩკო კი WBA-ს სუპერჩემპიონია. გარდა ამისა, უკრაინელს ეკუთვნის საჩემპიონო ქამრები WBO-სა და IBF-ის ვერსიებით.
მაისში ორივე მოკრივემ წარმატებით დაიცვა თავისი ტიტულები. 4 მაისს კლიჩკომ იტალიელი ფრანჩესკო პიანეტა დაამარცხა, 17 მაისს კი პოვეტკინმა პოლონელ ანჯეი ვავჟიკს სძლია. ორივე შემთხვევაში ტექნიკური ნოკაუტი დაფიქსირდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
არ მოინდომა, თორემ...