საქართველოს ნაკრებიდან 6 სპორტსმენი ინარჩუნებდა ნახევარფინალში გასვლისა და, სულ მცირე, ბრინჯაოს მედლების მოპოვების შესაძლებლობას. სამწუხაროდ, შანსი შანსად დარჩა და ექვსივე ჩვენებურმა მინსკის რინგი დამარცხებულმა დატოვა.
განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა 49 კილოგრამ წონით კატეგორიაში დავით ნანავას და აზერბაიჯანელი სალმან ალიზადას შეხვედრა. სამივე რაუნდი ერთნაირი ანგარიშით - 28:28 დასრულდა.
ყველაფერი არბიტრების ხმამ გადაწყვიტა - ირლანდიელმა და პოლონელმა მსაჯებმა აზერბაიჯანელს დაუჭირეს მხარი, არგენტინელმა - ჩვენებურს, მაგრამ ეს ნახევარფინალში გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა. ალიზადამ ბრინჯაოს
52 კილოგრამ წონით კატეგორიაში ავთანდილ ჭუბაბრია ოვიკ ოჰანესიანს (რუსეთი) დაუპირისპირდა. მართალია, მინიმალური უპირატესობით, მაგრამ წარმატებას ოჰანესიანმა მიაღწია და მედლებისთვის ბრძოლასაც ის განაგრძობს.
56 კილოში გიორგი გოგატიშვილმა რუს ვლადიმირ ნიკიტინთან პაექრობისას პირველი ორი პერიოდი დათმო. მართალია, მესამე პერიოდში გააქტიურდა, მაგრამ ჩვენი მატარებელი უკვე ჩავლილი აღმოჩნდა - 2:1 გაიმარჯვა ნიკიტინმა.
ლევან გულედანმა (91 კგ) უკრაინელ დენის პოიატსიკას მხოლოდ ორი რაუნდი გაუძლო, მესამეში ტექნიკური ნოკაუტის გამო წინააღმდეგობა შეწყვიტა.
მაყურებლებში გადაინაცვლა 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორმა მიხეილ ბახტიძემ (+91 კგ). 5 ივნისს მან სამივე რაუნდი დათმო ჯოზეფ ჯოისთან (ინგლისი).
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს 8-კაციანი ნაკრები მინსკიდან უმედლოდ ბრუნდება.
საქმე ის არის, წინა დღეს შეჯიბრებას ევროპის 2011 წლის პრიზიორი ჯაბა ხოსიტაშვილი (75) და იაგო კიზირია (81) გამოაკლდნენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"