ერთადერთი საჩემპიონო ბრძოლა

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე, კრივში ერთადერთი საჩემპიონო ორთაბრძოლა გაიმართა - ნახევრადმჩატე წონაში WBO-ის ტიტულისთვის იბრძოდნენ მექსიკური წარმოშობის 25 წლის ამერიკელი მიგელ ანხელ "მაიკი" გარსია და ამ წონაში ყოფილი ჩემპიონი, 29 წლის პუერტორიკოელი ხუან მანუელ ლოპესი.

ბრძოლა ფრთხილი შეტევებით დაიწყო, მაგრამ მეორე რაუნდში გარსიას მარჯვენა პირდაპირმა დარტყმამ ნოკაუტში გაგზავნა ლოპესი. მეოთხე რაუნდში პუერტორიკოელი გააქტიურდა, თუმცა იმის ნაცვლად, რომ ბრძოლა გაეთანაბრებინა, რამდენიმე ძლიერი დარტყმა გაუშვა და მარცხენა ჰუკის შემდეგ რინგზე აღმოჩნდა. ლოპესმა წამოდგომა მოახერხა, მაგრამ ფეხზე მყარად ვერ იდგა, რის გამოც რეფერიმ ბრძოლის შეწყვეტის
გადაწყვეტილება მიიღო.

მაგრამ, გარსიამ მაინც ვერ მიიღო WBO-ის ტიტული, რადგან წინა დღეს, აწონვის ცერემონიისას წონაში ვერ ჩაეტია. საჩემპიონი ქამარი ნახევრადმჩატე წონაში ვაკანტური დარჩა.

* * *
ერთი შეხვედრა გაიმართა ბრიტანეთში - სუპერმძიმე წონაში დაუმარცხებელმა 18 წლის ბრიტანელმა ჰიუი ფიურიმ პროფესიულ რინგზე მეექვსე გამარჯვება იზეიმა. ცნობილი ტაისონ ფიურის უმცროსმა ძმამ ქულებით დაამარცხა ჩეხი სუპერმძიმეწონოსანი ტომაშ მრაჟეკი.

ექვსი გამარჯვების მოსაპოვებლად, უმცროს ფიურის სამ თვეზე ნაკლები დრო დაჭირდა. შემდეგ ბრძოლას ის 12 ივლისს ჩაატარებს.

შეგახსენებთ, ჰიუი ფიურიმ ამაწინ გამოაცხადა, რომ აპირებს დაამხოს ლეგენდარული მაიკ ტაისონის რეკორდი და გახდეს სუპერმძიმე წონაში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მსოფლიოს ჩემპიონმა რვა ბანკი გაქურდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული