მეექვსე რაუნდში ჩისორამ სკოტი მარჯვნიდან დარტყმით ნოკდაუნში გაგზავნა. მალიკმა ათ თვლაზე მოასწრო წამოდგომა, მაგრამ რეფერიმ ბრძოლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო და ჩისორას ტექნიკური ნოკაუტით გამარჯვება მიანიჭა.
* * *
მსოფლიოს საუკეთესო მოკრივემ, ამერიკელმა ფლოიდ მეივეზერმა განაცხადა, რომ ბრძოლა ფილიპინელ მენი პაკიაოსთან შესაძლებელია, ოღონდ ერთი პირობით: "პაკმენმა" უნდა შეწყვიტოს ურთიერთობა პრომოუტერულ კომპანია Top Rank-თან და ხელი მოაწეროს მეივეზერის
"პაკიაო მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს ჩემთან ბრძოლის შესაძლებლობას, თუ კომპანია Mayweather Promotions-თან დაიწყებს თანამშრომლობას, - განაცხადა ამერიკელმა. - თუ მას არ სურს ჩემი კომპანიის ეგიდით ჩხუბი, შეიძლება დაივიწყოს ჩემთან ბრძოლის შესახებ. ბურთი ჩემს ნახევარზეა და ამიტომაც, მე ვკარნახობ პირობებს".
* * *
სუპერმძიმე წონაში WBC-ის ჩემპიონს, უკრაინელ ვიტალი კლიჩკოსა და აუცილებელ პრეტენდენტს, კანადელ ბერმეინ სტივერნს შორის ბრძოლის კონტრაქტზე მოლაპარაკება გაურკვეველი ვადით გადაიდო.
როგორც უკრაინული პრესა იუწყება, ვიტალიმ ტრავმა მიიღო და მისმა გუნდმა ითხოვა მომავალი ბრძოლის უფლებების მოსაპოვებლად 22 ივლისისთვის დანიშნული აუქციონი მოგვიანებით ჩაატარონ. უფროსი კლიჩკოს ტრავმის ხარისხისა და აღდგენის ვადების შესახებ არაფერს იტყობინებიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რეკორდი და განაწყენებული მენი პაკიაო