საუკუნის ბრძოლა ისევ დღის წესრიგშია

AutoSharing Option
პრომოუტერული კომპანია Top Rank-ის შეფმა ბობ არუმმა განაცხადა, რომ ამერიკელ ფლოიდ მეივეზერს ისეთი ფინანსური წინადადებით მიმართავს, რომ ის უარს აღარ იტყვის ფილიპინელ მენი პაკიაოსთან შეხვედრაზე.

არუმმა კვლავ გაიხსენა საკრივო სამყაროსთვის ყველაზე სასურველი ორთაბრძოლა, რომლის ორგანიზება წლების განმავლობაში არ ხერხდება. ცნობილი პრომოუტერი დღეს აქტიურად ითვისებს აზიის ბაზარს და მასში დიდ ფინანსურ პოტენციალს ხედავს. არუმის თქმით, სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით, მისი წინადადება გადაფარავს ყველა იმ ჰონორარს, რომელიც კი ოდესმე მეივეზერს მიუღია.

"ჩვენ ვაპირებთ დავანახოთ ფლოიდს, რომ ფული, რომელიც მან შეიძლება აზიაში პაკიაოსთან
ბრძოლის სანაცვლოდ გამოიმუშაოს, მის ყველა ოცნებას აღემატება. დანარჩენი მის საბოლოო სიტყვაზეა დამოკიდებული"
, - ამბობს პრომოუტერი.

ამერიკელ მოკრივეს ექსკლუზიური კონტრაქტი გააჩნია ტელეარხ Showtime-თან, იმ დროს, როცა არუმი და მისი კომპანია Top Rank ტელეკომპანია HBO-თან თანამშრომლობენ. არუმი ამაში გადაულახავ პრობლემას ვერ ხედავს და მიაჩნია, რომ სიტუაციის მოგვარება შესაძლებელია. "ჩვენ Showtime-ზე უკვე ორი წელია არ გვქონია ბრძოლა, - ამბობს არუმი. - თუმცა ეს პრობლემები ადრე თავისთავად გვარდებოდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რეკორდი და განაწყენებული მენი პაკიაო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული