კონორ მაკგრეგორი: კრივში მსოფლიო ჩემპიონი გავხდები, ბრძოლა პაკიაოს შევთავაზეთ

AutoSharing Option
ირლანდიელმა MMA მებრძოლმა, UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა კონორ მაკგრეგორმა განაცხადა, რომ კრივში მსოფლიოს ჩემპიონობას აპირებს და ბრძოლა ფილიპინელ ჩემპიონ მენი პაკიაოს შესთავაზა.

"არსებობს მენი პაკიაოსთან ბრძოლის გამართვის ვარიანტი. ჩვენ უკვე შევთავაზეთ, ისინი ფიქრობენ. ამბობენ, რომ ამ მომენტში მთლად შესაფერისი დრო არ არის. თუმცა, არსებობს ჩხუბის გამართვის ძალიან კარგი შანსი.

მე შემეძლო ბრძოლის გამართვა პოლ მალინაჯისთან, თუმცა ეს საინტერესო არ იქნება, მას ადვილად ჩავაგდებ ნოკაუტში. დარწმუნებით გეუბნებით, კრივში ჩხუბს ისევ ჩავატარებ და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს მოვიგებ", - განაცხადა ირლანდიელმა.

სანამ კონორ მაკგრეგორი
კრივში გახდება ჩემპიონი, UFC-ის ჩემპიონობაც არ აწყდენდა. 18 იანვარს კი, ლას-ვეგასში ხაბიბ ნურმაგომედოვთან წაგების შემდეგ პირველად დადგება ოქტაგონზე დონალდ სერონეს წინააღმდეგ.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული