ჩემპიონი 8 წონით კატეგორიაში და ახლა ფილიპინების პრეზიდენტიც? - პაკიაო პრეზიდენტობაზე კენჭს იყრის

AutoSharing Option
ფილიპინელი მენი პაკიაოს ყოფილი პრომოუტერი ბობ არუმი Boxingscene-სთან ამბობს, რომ მენი ფილიპინების პრეზიდენტობას აპირებს. სპორტსმენი 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას წარადგენს.

პაკიაო წარმომადგენლობითი პალატის წევრად 2009 წელს აირჩიეს.

41 წლის პაკიაომ უკანასკნელი ბრძოლა 2019 წლის ივლისში კიტ ტურმანის წინააღმდეგ გამართა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, გაიმარჯვა. მან ამ გამარჯვებით ნახევრად საშუალო წონის WBA-ს ტიტული მოიპოვა. მენის 71 შეხვედრა აქვს გამართული, საიდანაც 61-ში იმარჯვა. ფილიპინელი ერთადერთი მოკრივეა, რომელიც 8 სხვადასხვა წონით კატეგორიაში გახდა ჩემპიონი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული