დათო ნანავა და კონსტანტინე ხვისტანი ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს დასჯერდნენ

AutoSharing Option
ჰოლანდიურ როტერდამში 16 აგვისტოს 1995-1996 წლებში დაბადებულ მოკრივეთა ევროპის პირველობის ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა.

საქართველოს ნაკრებს (მთავარი მწვრთნელი კუკური შავგულიძე) ამ დროისთვის რინგზე მხოლოდ ორი წარმომადგენელი შემორჩა, რომლებმაც მეოთხედფინალური პაექრობების მოგების შემდეგ ბრინჯაოს მედლები დაიბევეს.

49 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფოთელი დათო ნანავა ბულგარელ ზდრავკო მინაილოვთან დამარცხდა და წინა დღით მოპოვებულ მესამე ადგილს დასჯერდა.

ასევე, მესამეზე გავიდა იტალიელი ანტონიო მაზილი, რომელსაც უკრაინელმა დმიტრო ზამოტაიევმა აჯობა.

69 კილოგრამ წონით კატეგორიაში 16 ფინალში გასასვლელად იბრძო
და ქუთაისელი კონსტანტინე ხვისტანი, მაგრამ ტამერლან მაგომედოვს (რუსეთი) ვერ გასცდა და ისიც ბრინჯაოთი დაკმაყოფილდა, ისევე, როგორც იტალიელი ვინკენზო სკანაპიეკო, რომელიც ნახევარფინალში სომეხ გორ იერლიკიანს დანებდა.

დანარჩენ წონებში ქართველთაგან იასპარეზეს ზაურ ხურციძემ (ქუთაისი, 56), ალეკო ლურსმანაშვილმა (გორი, 60), ჯემალ შალამბერიძემ (ქუთაისი, 64), ირაკლი ქათამაძემ (ქუთაისი, 75), გიორგი გიორგაძემ (ქუთაისი, 81), გიორგი ურჯუმელაშვილმა (გორი, 91) და დემურ მაჭარაშვილმა (რუსთავი, +91), რომლებიც კვარცხლბეკს ვერ შესწვდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 20 /
დააბრუნეტ კანდელაკი დგეს მაგის მეტი კარტულ კრივს ვერავინ მიხედავს სულ რა ბიუჯეტი იკო მასჰინ და ეგ კაცი კველა სჰეკრებას და სჰეჯიბრს არ ტოვებდა ასე რომ გვიან ვიგებტ კარტველები ადამიანის სიკეტეს
adami
09:50 22-08-2013
0
მოაშორეთ ახალკაცი და ზონდერი წიკლაური ქართულ კრივს. სანამ ესენი არ წავლენ კრივს არაფერი არ ეშველება. არა და ამაააათ მუცლებს რა გააძღებთ.უნდა მოშორდნენ. მათ არაფერი არ ესაქმებათ.არც საქმე უყვართ და არც კრივი. მარტო თავის ჯიბეზე ოცნებობენ.
simartle
23:46 21-08-2013
0

სიახლეები პოპულარული