ვლადიმერ კლიჩკომ ნოკაუტი დაგეგმა

AutoSharing Option
სუპერმძიმე წონით კატეგორიაში სამი ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა, უკრაინელმა ვლადიმერ კლიჩკომ ინტერვიუ მისცა ერთ-ერთ უკრაინულ გაზეთს, სადაც რუს ალექსანდრ პოვეტკინთან მომავალ ბრძოლაში თავის მიზანზე ილაპარაკა.

ჩემპიონის თქმით, მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია პოვეტკინის ვადაზე ადრე - ნოკაუტით ან ტექნიკური ნოკაუტით დამარცხება.

კლიჩკომ აღნიშნა, რომ რუსი პირველი მეტოქე არ არის მის კარიერაში, რომელიც წინასწარ არ მიიჩნევს თავს დამარცხებულად მომავალ ორთაბრძოლაში.

"მეტოქე სერიოზულია, მაგრამ ეს პირველად არ ხდება ჩემს კარიერაში", - განაცხადა უკრაინელმა.

შეგახსენებთ, რომ უმცროსი კლიჩკოსა და პოვეტკინის შეხვედრა 5 ოქტომბერს, მოსკოვში გაიმართება.

უკრაინელი
ამ ბრძოლაში WBA-ს, WBO-სა და IBF-ის ტიტულებს დაიცავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული