ჩემპიონის თქმით, მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია პოვეტკინის ვადაზე ადრე - ნოკაუტით ან ტექნიკური ნოკაუტით დამარცხება.
კლიჩკომ აღნიშნა, რომ რუსი პირველი მეტოქე არ არის მის კარიერაში, რომელიც წინასწარ არ მიიჩნევს თავს დამარცხებულად მომავალ ორთაბრძოლაში.
"მეტოქე სერიოზულია, მაგრამ ეს პირველად არ ხდება ჩემს კარიერაში", - განაცხადა უკრაინელმა.
შეგახსენებთ, რომ უმცროსი კლიჩკოსა და პოვეტკინის შეხვედრა 5 ოქტომბერს, მოსკოვში გაიმართება.
უკრაინელი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"